სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ტრანსგენდერმა ტაქსისტმა ჯეკპოტი მოიგო და ჰომოფობ შვილებს თანხას არ უყოფს

ტრანსგენდერმა ტაქსისტმა ჯეკპოტი მოიგო და ჰომოფობ შვილებს თანხას არ უყოფს

57 წლის მელისა ედი უარს ამბობს, ფინანსურად დაეხმარობს საკუთარ ჰომოფობ შვილებს. საქმე იმაშია, რომ ტრანსგენდერმა მელისამ 4 მილიონი ფუნტი მოიგო. მისმა შვილებმა, რომლებიც 19, 29, 30 და 39 წლისები არიან, 7 წლის წინ, მშობელს ზურგი აქციეს ორიენტაციის გამო. 

 

 

 

 

ტრანსგენდერმა ტაქსის მძღოლმა, მელისა ედიმ გადაწყვიტა, შეიძინოს დიდი სახლი, £50,000-იანი მერსედესი და გადაიხადოს ოცნების ქორწილი შეყვარებულთან, რეიჩელ ნეისონთან ერთად.

 

მელისამ თქვა: 

 

“ვიცი რომ მშობელს შვილები უპირობოდ უნდა უყვარდეს. მიუხედავად ყველაფრისა. მე ოთხი შვილი მყავს და ოთხივემ ზურგი მაქცია მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა. არცერთი დამიდგა გვერდში, ყველამ გამრიყა. ამიტომ, მოგებულ თანხას იმ ადამიანებს მოვახმარ ვისაც უფულო მელისაც უყვარდა”

 

მელისა ედი 7 წლის წინ

ტაქსისტმა პირველი ცოლი 19 წლის ასაკში მოიყვანა ვისთანაც ერთი შვილი ჰყავს. დანარჩენი სამი სხვა შეყვარებულისგან შეეძინა. ედი ამბობს: 

 

“სქესი 2011 წელს შევიცვალე. მშობლები შარშან გარდამეცვალა, მაგრამ ამ ხნის მანძილზე არც ისინი მელაპარაკებოდნენ. მელისა არავის უნდა. ჩემმა შვილებმა, ჩემი სქესის შეცვლის გამო, გვარი გადაიკეთეს”.

 

მელისამ ბენზინ გასამართ სადგურზე 10 ფუნტიანი ბილეთი იყიდა და 4 მილიონი ფუნტი მოიგო. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ