სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

გერმანელმა €83,500-ის ოქრო იპოვა, პოლიციაში მიიტანა და €2,500 აჩუქეს

გერმანელმა €83,500-ის ოქრო იპოვა, პოლიციაში მიიტანა და €2,500 აჩუქეს

გერმანიაში, ქალაქ ბრემენის მაცხოვრებელმა სამზარეულოსთვის ჭურჭლის კარადა შეიძინა და ერთ-ერთ თაროზე წებოვანი ლენტით მიმაგრებული კონვერტი იპოვა, სადაც სამი ოქროს ზოდი აღმოაჩინა. 

 

ოქრო, რომელიც რამდენიმე ათწლეულია კარადაში ინახება, 2,5 კილოს იწონის. 

 

 

 

პატიოსანმა გერმანელმა გადაწყვიტა პოლიციისთვის მიემართა და შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ. 

 

სამართალდამცველებმა ბრემენელს ჩამოართვეს ნაპოვნი განძი, რადგან კანონიერად ოქრო მპოვნელს არ ეკუთვნოდა. მან ის შემთხვევით აღმოაჩინა.

 

კანონმორჩილ და პატიოსან მოქალაქეს, მისაბაძი საქციელისთვის, ქალაქის პოლიციამ 2,500 ევრო აჩუქა. 

 

განძიანი კარადა მოხუც ადამიანს ეკუთვნოდა, რომელიც 2018 წლის მარტში გარდაიცვალა.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ