სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

თაღლითმა თავი საუდელ პრინცად გაასაღა და ინვესტორებს $400 მილიონი ჩაადებინა

თაღლითმა თავი საუდელ პრინცად გაასაღა და ინვესტორებს $400 მილიონი ჩაადებინა

2017 წელს, თაღლითმა ენტონი ჟინიაკმა თავი საუდელ პრინცად გაასაღა. ენტონიმ Real Estate-ის წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ ის უმდიდრესი ოჯახის პრინცი იყო.

 

 

 

 

 

 

ჟინიაკმა ინვესტორებთან შეთანხმებას მიაღწია, რომ ჩაედოთ 400 მილიონი დოლარის ინვესტიცია მაიამიში, კაზინო-სასტუმროს კომპლექსის ასაშენებლად.

 

 

როგორ დაიწყო თავიდან

 

ენტონი ჟინიაკმა 8 მილიონი დოლარი პატარ-პატარა კომპანიების მოტყუებით შეაგროვა. ჟინიაკი ყველასთან საუდელ პრინცად ასაღებდა თავს და ყალბი დოკუმენტებით ცდილობდა თანხის თაღლითურად მითვისებას. 

 

შემდგომ, დიდი თევზის დაჭერა გადაწყვიტა

 

8 მილიონ დოლარად ენტონიმ შეისყიდა ფერარი, ბენტლი, როლს როისი, როლექსის საათი, იქირავა ძვირადღირებული სახლი, გახსნა ინსტაგრამის ექაუნთი (princedubai_07), სადაც დებდა მდიდრულ ფოტოებს. მოკლედ, შეიძინა მდიდარი კაცის იმიჯი, უფრო სწორად, საუდელი პრინცის და დაუკავშირდა “დიდ თევზს”, Real Estate-ის წარმომადგენლებს.

 

 

 

ინვესტორებთან შეხვედრისთვის, ენტონი საუდელი პრინცის ტანსაცმელში გამოეწყო, სახელად ხალიდ ბინ ალ-საუდი დაირქვა, იქირავა კერძო თვითმფრინავი და პომპეზურად შეხვდა Real Estate-ის წარმომადგენლებს. 

 

ხალიდ ბინ ალ საუდს, ანუ ენტონი ჟინიაკს გენიალური გეგმა და იდეა ჰქონდა. რეალურად, მან მხოლოდ იმიჯი იყიდა და ამ გზით მიწვდა მილიარდერ ინვესტორებს. ენტონის თაღლითობა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ის თავს საუდელ პრინცად ასაღებდა. რაც შეეხება ბიზნეს გეგმას, რომლიდანაც მხოლოდ პროცენტს და მეწილეობას ითხოვდა, ყველაფერი კანონიერი იყო და ინვესტორებს არაფერში ატყუებდა.

 

თუმცა ყალბი დოკუმენტები მაინც გაუმჟღავნდა, ფედერალურმა ბიურომ დააკავა 48 წლის ენტონი ჟინიაკი და გარიგებაც ჩაეშალა. 

 

ვითომ საუდელ პრინცს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ