ნიუ ჯერსიში, ერთ-ერთი მშენებლობის კონსტრუქტორებმა $38.5 მილიონი მოიგეს, თუმცა მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდა.
თანამშრომლები, რომლებიც უკვე დიდი ხნის მეგობრები არიან, სისტემატიურად აგროვებდნენ ფულს და ყიდულობდნენ Mega Millions-ის ბილეთებს. როგორც წესი, ბილეთის შესაძენათ ერთ-ერთი მათგანი, ამერიკო ლოპესი მიდიოდა ხოლმე.
ერთ დღესაც, პატარა ჯგუფის ლატარიის ბილეთმა, რომელიც ამერიკომ შეიძინა, მოიგო 38,500,000 დოლარი. თუმცა, ლოპესმა არცერთ მეგობარს უთხრა, მივიდა ლოტოს კომპანიაში და გადასახადების დაქვითის შემდეგ, $17,433,966 გაანაღდა.
ამერიკო ლოპესი
მეორე დღეს, ამერიკო ლოპესმა სამსახურში თქვა, რომ სასწრაფო-გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდა ფეხზე და შვებულებაში გავიდა. ეჭვი არავის შეპარვია იმიტომ, რომ ლოპესს პატიოსანი თანამშრომლის სახელი ჰქონდა და საერთოდაც, ვინ წარმოიდგენდა თუ ჯეკპოტს მოიგებდა.
ერთი კვირის შემდეგ, ამერიკოს ერთ-ერთ მეგობართან და თანამშრომელთან, კანდიდო სილვასთან წამოცდა მომხდარის შესახებ. სილვამ, რა თქმა უნდა, დანარჩენებს მოუყვა. უმალვე გადაამოწმეს ინტერნეტში Mega Millions-ის გამარჯვებულები და მართლაც, აღმოაჩინეს, რომ მათ დიდი ხნის მეგობარს, ამერიკო ლოპესს, რომელსაც ენდობოდნენ, 38,500,000 დოლარი ჰქონდა მოგებული.
ერთ დროს დიდი ხნის მეგობრებმა უჩივლეს ამერიკო ლოპესს და სასამართლომ მოგებული ჯეკპოტი 6 ადამიანზე თანაბრად გადაანაწილა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ