ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ უამრავმა ადამიანმა გაიხსენა ისტორია შავ მამბაზე.
ცნობილი ტელესერიალის, “ანტურაჟის” მსახიობებმა, ჯერი ფერარამ და კევინ კონოლიმ 2005 წელს მომხდარი ისტორია გაიხსენეს.
ჯერი ფერარა:
“2005 წელს, თამაშის დაწყებამდე ‘სტეიპლს ცენტრის’ წინა რიგებში სერიალისთვის ეპიზოდს ვიღებდით. მაშინ კობის ტრავმა აწუხებდა, კოჭი ჰქონდა დაჭიმული და პარკეტზე მაღალყელიანი დამცავი ფეხსაცმლით მსუბუქად ვარჯიშობდა.
როდესაც ბრაიანტმა მე და კონოლი დაგვინახა, 100 დოლარიანი სანაძლეო შემოგვთავაზა, რომ ცენტრიდან ჩააგდებდა ბურთს კალათში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ბრაიანტმა პირველი ცდით ვერ ჩააგდო ბურთი და აზარტში შესულმა კობიმ მეორე ცდა და თანხის გაორმაგება შემოგვთავაზა. ჩვენ ამჯერადაც დავთანხმდით. სამწუხაროდ, მამბამ ვერც მეორე ცდით ჩააგდო და სიტყვის ამოუღებლად გასახდელში გავიდა.
მეორე მეოთხედის დასრულებისთანავე ჩვენთან უცნობი პირი მოვიდა და კონვერტი გადმოგვცა, სადაც 800 დოლარი იდო, წარწერით - კობისგან”.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ