სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

უცნობმა ადამიანმა მაიკ ვეირსკის ლოტოს ბილეთი დაუბრუნა, რომელმაც $273 მილიონი მოიგო

უცნობმა ადამიანმა მაიკ ვეირსკის ლოტოს ბილეთი დაუბრუნა, რომელმაც $273 მილიონი მოიგო

ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა მაიკ ვეირსკიმ Mega Millions-ის ლატარიაში 273 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ ეს ისტორია ბევრად საინტერესოა.

 

ვეირსკიმ, რომელიც უმუშევარი და განქორწინებულია, ნიუ ჯერსიში მდებარე მაღაზია QuickCheck-ში ლატარიის ორი ბილეთი შეიძინა. როდესაც სალაროში თანხას იხდიდა, პარალელურად ტელეფონზე საუბრობდა და დაბნეულმა ნაყიდი ბილეთები სალაროშივე დატოვა.

 

 

სახლში დაბრუნებულმა მაიკმა ვერსად მიაგნო შეძენილ ლატარიის ბილეთებს. გათამაშებამდე კი, სულ რაღაც, ოთხი საათიღა რჩებოდა. 

 

აზარტული ვეირსკი უმალვე დაბრუნდა მაღაზიაში, მოლარეს მოუყვა მომხდარის შესახებ და თავაზიანად სთხოვა დახმარება. საბედნიეროდ, გამყიდველმა უთხრა, რომ უცხო პირმა შენიშნა შეძენილი ბილეთები და სალაროში კონსულტანტთან დატოვა. 

 

ალბათ ზღაპრულად ჟღერს ეს ისტორია. მაიკ ვეირსკიმ უცნობი ადამიანის მიერ დაბრუნებული ბილეთით 273 მილიონი დოლარი მოიგო.

 

ნიუ ჯერსის ლატარიის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ქერიმ განაცხადა, რომ ჯეკპოტის გამთამაშებელი მაღაზია პრიზად 30,000 დოლარს მიიღებს. ხოლო მაიკ ვეირსკი უცნობ ადამიანს ძვირფას საჩუქარს დაპირდა, თუმცა სახალხოდ არ იტყვის, თუ რას აჩუქებს მას ახალი მილიონერი. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ