სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

შვეიცარიის ტელევიზიამ ჯეკპოტის გამარჯვებული შეცდომით გამოაცხადა

შვეიცარიის ტელევიზიამ ჯეკპოტის გამარჯვებული შეცდომით გამოაცხადა

შვეიცარელი ანდრეას ბიურკლისთვის შეიძლებოდა ზღაპრული დილა გათენებულიყო, როდესაც შვეიცარიის საზოგადოებრივი არხის, SRF-ის პირდაპირ ეთერში გერმანელმა მომღერალმა, ჰერბერტ გრონმეიერმა, ბიურკლის სახელი ამოიღო ყუთიდან და მიულოცა 1 მილიონი ფრანკის მოგება, თუმცა მოგვიანებით ტელევიზიამ მოიბოდიშა და განაცხადა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ანდრეას გაუუქმდა გამარჯვება და ჯეკპოტი. 


 

რატომ გაუუქმეს გამარჯვება

 

Swisslos-ის ლატარიაში თითო მოთამაშე 10 ფრანკად ყიდულობს ბილეთს, რაც დოლურაში გროვდება. 

 

დოლურიდან ირჩევენ 10 ბილეთს, ანუ 10 პოტენციურ გამარჯვებულს, მაგრამ ჯეკპოტს, ფინალურ შოუში, რაც ტელევიზიით გადმოიცემა, მხოლოდ ერთი ადამიანი იგებს.

 

გათამაშების დაწყებისთანავე, წამყვანების უკან, დიდ ეკრანზე ტრიალებს ყველა მონაწილის ფოტო.

 

ფინალურ შოუმდე ათივე პოტენციური გამარჯვებული ცნობილია და ვალდებულია ჩართული ჰქონდეს ტელეფონი და მისი სახელის ამოსვლის შემთხვევაში უპასუხოს ლატარიის წამყვანს. თუ ვინმე ხაზზე არ იქნება, არსებობს რეზერვი, საიდანაც სხვა ადამიანი იკავებს მის ადგილს

 

შოუს დაწყებამდე ორგანიზატორებმა შეამოწმეს ათივე მონაწილის ტელეფონი და აღმოჩნდა, რომ ერთ ადამიანს გამორთული ჰქონდა, ამიტომ რეზერვიდან ჩაანაცვლეს სხვა იღბლიანი პოტენციური გამარჯვებულით.

 

ორგანიზატორებს მეთერთმეტე იღბლიანი უნდა ჩაენაცვლებინათ უკვე დაკომპლექტებული ათეულიდან, მაგრამ გამორთული ტელეფონის პატრონიც შეცდომით დატოვეს ეკრანზე და 10 ადამიანის ნაცვლად 11-მა მიიღო ფინალურ შოუში მონაწილეობა. 

 

ამ ტექნიკური ხარვეზის გამო და Swisslos წესების მიხედვით, ანდრეას ბიურკლს გაუუქმეს გამარჯვება და მოუბოდიშეს. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ