მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა რუს მწერალს და ფილოსოფოსს, ფიოდორ დოსტოევსკის გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში მდებარე კაზინოს ვალი გადაუხადა.
გენიალური მწერალი, დოსტოევსკი 1821 წელს მოსკოვში დაიბადა და 1881 წლის 9 თებერვალს პეტერბურგში გარდაიცვალა.
ისტორიკოსები ამბობენ, რომ რუსი რომანისტი გარკვეული დროის განმავლობაში გერმანიაში, ვისბადენში ცხოვრობდა და ძალიან უყვარდა აზარტული თამაშები. თუმცა, ადგილობრივ კაზინოში ვალიც კარგად დაუგროვებია და შეხსენებისთვის სამორინეს კედელზე გამოკრულია განცხადება, რომ კლასიკოსს მათი ვალი აქვს.
კაზინო ვეისბადენში
რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა 240,000 ევრო გადაიხადა, ჩამოახსნევინა წარწერა ვალის შესახებ და გარდაცვლილ მწერალს, რომანისტს, ესეისტს, ნოველისტს და ჟურნალისტს პატიოსანი კაცის სახელი დაუბრუნა.
თუმცა, როგორც მსოფლიოში, ასევე გერმანიაშიც და კონკრეტულად ვისბადენში ფიოდორ დოსტოევსკი ძალიან უყვართ და მისი ბიუსტიც დგას.
გერმანიაში ცხოვრების დროს, 1866 წელს, დოსტოევსკიმ დაწერა რომანი “მოთამაშე”. მოკლე რომანი მოგვითხრობს ახალგაზრდა მასწავლებლის შესახებ, რომელიც მუშაობს ყოფილი რუსი გენერლის ოჯახში. რომანი ასახავს ავტორის მისწრაფებას რულეტკის მიმართ.
ნახე გენიალური რუსი მწერლის სხვა ცნობილი ნაწარმოებები:
იდიოტი - რომანის მთავარი გმირი, 26 წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანქტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში.
ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. საუბედუროდ, მიშკინის ზედმეტი გულკეთილობა აჩქარებს უბედურებას. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოს ფული, ძალაუფლება, და სექსუალური დამორჩილება განაგებს, სანატორიუმი ალბათ ერთადერთ ადგილად რჩება, სადაც სიწმინდის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
ძმები კარამაზოვები - აღწერს სამი მთავარი გმირის ისტორიას: ახალბედა ალიოშა კარამაზოვის, ურწმუნო ივან კარამაზოვის და ჯარისკაც დიმიტრის. წიგნის პირველ ნაწილში ხდება კარამაზოვების გაცნობა. მთავარი სიუჟეტია მათი მამის, თედორეს სიკვდილი, დანარჩენი კი ეძღვნება მამა ზოსიმესა და ალიოშას ფილოსოფიურ და რელიგიურ კამათებს.
გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე რომანის შესახებ აღნიშნავს: “არაერთხელ უთქვამთ, ბედნიერებაა, რომ დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები“ დაუმთავრებელი დარჩა. დასრულებული თხზულება ააფეთქებდა როგორც რუსულ ლიტერატურას, ისე მთელ რუსეთსა და მთელ კაცობრიობას. მაგრამ ნათქვამსაც, თუნდაც ბოლომდე უთქმელს, ვერ გააქრობ, ვერ აქცევ უთქმელად“.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ