სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

რომელ ინტერნეტ-კაფეში ითამაშე პირველად?

რომელ ინტერნეტ-კაფეში ითამაშე პირველად?

ინტერნეტ-კაფეზე და ზოგადად ინტერნეტზე პირველი ძალიან უცნაური რამ მახსენდება. ჩემი მეგობარი მოდის და მეუბნება, შენ საყვარელ ფეხბურთელს შეგიძლია მეილი მიწერო ორ ლარადო..

 

ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო, მაგრამ ის უეჭველად ვიცი, რომ ყველა დავფაცურდით. 

 

 

პატარა ბავშვი, ორი ლარის სათხოვნელად სახლში ისე ავედი, როგორც 15 წლის მოზარდი მიდის მამასთან 30 ლარის გამო გარკვეული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

 

ალბათ 2003 წელია. შუქიც გვქონდა სახლში და გაბადრული შვილისთვის დასაოკებელი ორი ლარიც გამოჩხრიკა მამაჩემმა ჯიბიდან. 

 

იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ აი ეგ მომენტი მართლა არ მახსოვს. როდის გამოვართვი და როდის შევვარდი ინტერნეტ-კაფეში. დაახლოებით იგივე სიტუაციაა, როდესაც მთვრალი ჯდები ტაქსიში და არ გახსოვს, თუ როგორ გაიარე სახლამდე მანძილი, რა გააკეთე, რა ილაპარაკეთ…

 

თუმცა, მახსოვს ის, რომ ტყუილი იყო მეილის მიწერის ამბავი და დარწმუნებული ვარ.  როი კინს არ წაუკითხავს ჩემი წერილი. დიახ, ისეთი ბავშვი ვიყავი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი როი კინი იყო. 

 

ინტერნეტ-კაფე ადგილია, სადაც ყველას ნახავ: მეგობარს, შეყვარებულს, დედას, პანჩოს, კაბუს, ადამიანს, რომელიც გკითხავს: ამატებთ თქვეეეეეენ?! და ა.შ

 

ჩვენს ინტერნეტ-კაფეს ნანას ინტერნეტ-კაფე ერქვა, რომელიც უბანში ყველაზე ძლიერი პროცესორებით იყო სახელგანთქმული. იქ ვისწავლე კომპიუტერის და ინტერნეტის ხმარება და ნანას წყალობით გამარაგებთ კარგი კუშებით და სხვადასხვა კაზინო თამაშების სტატიებით, რჩევებით და სიახლეებით.

 

მოგვიყევი შენი ისტორია პირველ ინტერნეტ-კაფეზე იმიტომ, რომ ყველა ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ