სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ქართულმა ონლაინ კაზინოებმა 1 მილიონი ლარი გამოყვეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

ქართულმა ონლაინ კაზინოებმა 1 მილიონი ლარი გამოყვეს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, ბეთლაივი და კროკობეთი) კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე.

 

სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება და გამოყვეს ჯამში 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად იქნას გატარებული ყველა საჭირო ზომა საქართველოში კორონა ვირუსის (Covid19) წინააღმდეგ.


საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენელი:
 

“მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს გაერთიანება და სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, სწორედ ამიტომ გამოიყო 1.000.000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რომელიც მოხმარდება ვირუსის წინააღმდეგ პრევენციული ზომების მიღებას

 

მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით – ყველაფერი შესაძლებელია“

 

მილიონი ლარი გადაირიცხება, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.


 

წყარო: GGA 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ