შოტლანდიაში, ქალაქ მაზერველში, კლელანდის ჰოსპიტალის ექთნებმა 1 მილიონი ფუნტი მოიგეს.
ჩრდილოეთ ლანარკშირერ ექიმებს, რომლებიც მოხუც პაციენტებს უვლიან, თითოს 66,666 ფუნტი შეხვდა.
ექთნები 3 წელიწადზე მეტია რაც ჯგუფურად თამაშობენ და აქამდე მათი მაქსიმალური მოგება 12 ფუნტს შეადგენდა.
ჯუნ ფრეიზერს, რომელსაც ყოველ კვირა ბილეთების შემოწმება ევალება, დასვენების დღე ჰქონდა. ბილეთების შესამოწმებლად წასულს, იმ დღეს, საოცარი ამბავი დახვდა, მათმა 1-მა ბილეთმა 1 მილიონი ფუნტი მოიგო.
ჯუნ ფრეიზერი:
“პირველმა ბილეთმა, როგორც ყოველთვის, წააგო. როდესაც მეორე შევამოწმე, ჯეკპოტი, 1 მილიონი ფუნტი ეწერა და სიხარულისგან გადავირიე. უმალვე დავურეკე ჩემს ყველა თანამშრომელს და ვახარე ამბავი. იმ საღამოს დასვენება მქონდა, მაგრამ დავბრუნდი კლინიკაში და ყველამ ერთად ავღნიშნეთ მომხდარი ამბავი”.
გამარჯვებულები არიან:
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ