სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

კარმელო ენტონი: ერთხელ ლებრონმა ზღვაში დახრჩობას გადამარჩინა

კარმელო ენტონი: ერთხელ ლებრონმა ზღვაში დახრჩობას გადამარჩინა

გუშინ დუეინ უეიდი და კარმელო ენტონი ინსტაგრამზე ლაივში ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. რაღაც მომენტში უეიდმა ახსენა, თუ როგორ დაიხრჩო კინაღამ მელო, მაგრამ ენტონიმ არ გააგრძელებიან მოყოლა. ამ ამბავს დივეიდის ცოლმა, გაბრიელა უნიონმა მოკრა ყური და სთხოვა კარმელოს, რომ მოეყოლა ისტორია ლაივში. საბედნიეროდ, დათანხმდა ენტონი და გვიამბო საინტერესო თავგადასავალი.

 

 

 

კარმელო ენტონი: 

 

ბაჰამის კუნძულებზე ვისვენებდით მე, შენ, ლებრონი და პოლი. იახტიდან გადავხტით და მღვიმესკენ ჩაყვინთვულებმა გავცურეთ. როდესაც უკან დაბრუნება გადავწყვიტეთ, თქვენ ეგრევე ნავზე ახვედით, მე, ისევ ჩაყვინთული ვიყავი, ბარაკუდების თვალიერებაში გავერთე. როდესაც ამოსვლა გადავწყვიტე, თურმე წყალს ნავისგან შორს წავუღივარ და ძალიან დაღლილი ვიყავი. 

 

ვეიდი: ვერ გხედავდით…

 

კარმელო: ვიცი, თან ძაან ქარიანი ამინდი იყო. ყველა საშინელებამ გამიელვა თავში, ცოტა შევშინდი სიმართლე გითხრა. შემდეგ ნავისკენ გამოვიხედე და დავინახე, როგორ გადმოხტა ლებრონი ზღვაში თითქოს მაკგეივერი ყოფილიყო. ჩემკენ გამოცურა, ერთი ხელით დამიჭირა, მეორე ხელით ნავისკენ მიმათრევდა და როგორც იქნა მივცურეთ იახტამდე. მან დახრჩობას გადამარჩინა. ბრონ, მადლობელი ვარ.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ