ჩაუჯექი საუკეთესო ფილმებს კაზინოს ძარცვაზე. ამ სტატიაში გირჩევთ კინოებს, რომლებიც დროს მაგრად გაგატარებინებთ და გაგართობთ.
მაშ ასე, დავიწყოთ.
#1. 3000 მილი გრეისლენდამდე
მაიკლი და მერფი ახალ საქმეს იწყებენ.მათი გეგმა მარტივი და ამავდროულად ძალიან თავხედურია.ისინი უნდა შეიპარონ ელვის პრესლის მიმბაძველების შეხვედრაზე და ლას –ვეგასის ერთ–ერთი უდიდესი სამორინე გაძარცვონ.
#2. კრუპიე
ჯეკ მანფრედი დამწყები მწერალია, საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და ფინანსური სტაბილურობისთვის ის იწყებს კაზინოში კრუპიედ მუშაობას. უცნობი ლამაზმანი მას სახიფათო აფერაში ჩაითრევს.
#3. 5 სახლის წინააღმდეგ
ყოფილი ჯარის მეგობრები, რომლებიც ახლა კოლეჯის სტუდენტები არიან, გადაწყვეტენ კაზინო რენოს გატანას.
#4. ნიჭიერი ქურდი
ხანში შესული აზარტული მოთამაშე კაზინოს ძარცვის რთულ გეგმას ადგენს და პარტნიორებთან ერთად ემზადება მის შესასრულებლად.
#5. აფერა
მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის 30–იან წლებში. ერთი ამბიციური, მაგრამ არც ისე ჭკვიანი, ხოლო მეორე გამოცდილი თაღლითი, ცდილობენ შური იძიონ დანაშაულებრივი სამყაროს ბოსზე, რომელმაც მათი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მოკლა.
#6. ბანქო, ფული და ორი ლულა
ბრიტანული დინამიური კომედია ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებსაც დიდი ფული სჭირდებათ, მას შემდეგ რაც პოკერის საეჭვო პარტია წააგეს. ბრიტანული იუმორი, თავისებური გმირები და დაუჯერებელი სცენები - ამ ყველაფერმა რეჟისორ გაი რიჩის სახელი გაუთქვა.
#7. ოუშენის თერთმეტი მეგობარი
მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯერ 24 საათიც არ იყო გასული, როცა ქარიზმატულმა ქურდმა -დენი ოუშენმა თანამოაზრეთა გუნდი შეკრიბა და ლას -ვეგასის კაზინოებიდან 150 მილიონი დოლარის გატაცება გადაწყვიტა.
#8. ოუშენის 12 მეგობარი
დენი ოუშენი აგროვებს თავის პროფესიონალი მძარცველებისგან და თაღლითებისგან შემდგარ გუნდს და გეგმავს სამ ძარცვას რომში,პარიზში და ამსტერდამში, მაგრამ ევროპოლის აგენტი იზაბელ ლაჰირი მათ კვალდაკვალ მიჰყვება.
#9. ოუშენის 13 მეგობარი
დენი ოუშენის თაღლითების გუნდი დაბრუნდა და პირადი ანგარიშსწორების გეგმის შემუშავებას იწყებს. როცა კაზინოს ულმობელი მეპატრონე უილი ბენკი რუბენ ტიშკოფს გადაეყრება, რაც მისი გულის შეტევით დამთავრდება, დენი ოუშენი დაიფიცებს, რომ თვითონ და მისი გუნდი შურს იძიებს და ყველაფერს უკან დაიბრუნებს. თუნდაც ამ საქმისთვის თავისი პირადი მტერის, ტერი ბენედიქტის დაქირავება დასჭირდეს.
#10. 21
ბენ კემპბელი ახალგაზრდა, ძალიან ჭკვიანი სტუდენტია, რომელიც ბოსტონში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში წარმატებულად სწავლობს. იგი ჰარვარდის მედიცინის სკოლაში გადასვლასა და ექიმობაზე ოცნებობს, ამისათვის კი 300 000 დოლარი არ გააჩნია რადგან ღარიბი ოჯახიდან არის. მაგრამ ერთ დღესაც მათემატიკის ლექტორ მიკი როსას შეხვდება, რომელიც პატარა საიდუმლო გუნდს კრიბავს და შემდეგ ბლექ-ჯექის სათამაშოდ თვლას ასწავლის.
ჩაუჯექი.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ