მარტოხელა დედამ, ამანდა კლეიტონმა, რომელიც უმუშევარი და სოციალურად დაუცველი იყო, 2011 წელს, 1 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა ფარულად კვლავ სარგებლობდა კვების უფასო ტალონებით.
მიჩიგანელი ამანდა, სახლემწიფოსგან თვეში ერთხელ 200 დოლარიან კვების ტალონს იღებდა. 2011 წელს კლეიტონმა 1 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა უარი ვერ თქვა 200 დოლარიან ტალონებზე, რომლებსაც სახელმწიფოს პარავდა, ჩუმად ითვისებდა და იმდენს ვერ ხვდებოდა, რომ სხვა მასზე გაჭირვებულს უფრო გამოადგებოდა.
ამანდა კლეიტონი პატარა ქალაქში ცხოვრობდა და რა თქმა უნდა, ყველა იცნობდა მას სახეზე, როგორც ჯეკპოტის გამარჯვებულს. ერთ დღესაც, ადგილობრივმა ტელევიზიის თანამშრომელმა შენიშნა კლეიტონი თუ როგორ ანაღდებდა მაღაზიაში 200 დოლარიანი კვების ტალონს და ტელევიზიით სიუჟეტიც გაუშვა ხარბ ადამიანზე.
გაბრაზებულმა ამანდამ ჟურნალისტს, თავის გასასამართლებლად, 1 წინადადება მიუგდო და უთხრა, რომ ის კვლავ უმუშევარია, აქვს გადასახადები და ორი სახლი, რომლის შენარჩუნება ძვირი უჯდება.
საქმე სასამართლომდე მივიდა. მიჩიგანის შტატის კანონმდებლობით, სოციალურად დაუცველმა 10 დღის განმავლობაში უნდა მიმართოს სახელმწიფოს თუ მისი ქონება რაიმე მდგომარეობით საგრძნობლად იზრდება, მაგალითად ჯეკპოტის მოგების შემთხვევაში, რაც კლეიტონს არ გაუკეთებია და თაღლითურად ითვისებდა 200 დოლარიან ტალონებს.
ამიტომ, მოსამართლემ, ფულადი ჯარიმის სახით, მთლიანად დააბრუნებინა ყველა ის ტალონი, რაც ჯეკპოტის მოგებიდან ჰქონდა მითვისებული.
სოციალურად დაუცველი ამანდა კლეიტონი ციხეს გადაურჩა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ