სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

7.78 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

7.78 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

გუშინ კარგი ბილეთი გვქონდა, მაგრამ ბარსელონა-ბილბაოს ბარათები ვერ გამოვიცანით. დღეს კი შევეცდებით, გავამწვანოთ პოზიციები.

 

დავიწყოთ იტალიის ჩემპიონატიდან, სადაც რომა სამპდორიას უმასპინძლებს. რომაელები ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან, სამპდორიას ფებურთელები, თავის მხრივ სერია A-ში დარჩენისთვის. 

 

ორივე გუნდს შესატევი აქვს, მართალია სამპდორია წელს ცუდი გუნდია, მაგრამ არც რომა გვაკვირვებს სტაბილურობით. ამ წყვილში კუთხურებს ვფიქრობთ. 

 

ურთიერთშეხვედრების კუთხურების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 16 კუთხური

#2 თამაში - 11 კუთხური

#3 თამაში - 14 კუთხური

#4 თამაში - 20 კუთხური

#5 თამაში - 13 კუთხური

 

რომა - სამპდორია

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.55)


 

დავრჩეთ იტალიაში და განვიხილოთ ატალანტა-ლაციოს დაპირისპირება. რომის ლაციო იტალიის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ასეთი კარგი შანსი კიდევ როდის ექნებათ კაცმა არ იცის, ხოლო ბერგამოელები ოთხეულში დასარჩენად შეუტევენ.

 

წესით ორივეს გატანა ან მეტი გოლი სავსებით ლოგიკურია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება და მსაჯი ორსატოა, ჩვენ უფრო ბარათებისკენ ვიხრებით.

 

დანიელე ორსატო სერია A-ში საშუალოდ 5,92 ყვითელს იღებს. გუნდებს არც ურთიერთშეხვედრები აქვთ ფაქიზი. უკანასკნელ 5 მატჩში ფეხბურთელები 29-ჯერ გააფრთხილეს, რაც საშუალოდ 5.8 ყვითელი ბარათი გამოდის.

 

ატალანტა - ლაციო

 

ბართების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.44)


 

შემდეგი პოზიცია ესპანეთის ჩემპიონატიდან გვაქვს, სადაც ალავესი ოსასუნას უმასპინძლებს. გუნდები 12-13 ადგილებზე 35-35 ქულით იმყოფებიან. 

 

მართალია გასავარდნი ზონიდან ორივე გუნდი შორსაა, 9 ქულაა განსხვავება, მაგრამ 8 ტურია დარჩენილი და კარგად ვიცით, თუ როგორ უყვართ ბოლო ტურებში მაჩანჩალა გუნდებს თავის გაგიჟება და სეზონის გადარჩენა

 

ამიტომ თავი ქუდში არც ალავესს აქვს და არც ოსასუნას. 

 

ამ მატჩშიც ბარათებს ვფიქრობთ, ურთიერთშეხვედრებშიც ამოდის და მსაჯს, ალეხანდრო ჰერნანდესსაც უყვარს ლა ლიგის ფეხბურთელების გაფრთხილება, რომელიც საშუალოდ 5.13 ბარათს იღებს.

 

უკანასკნელ 5 ურთიერთშეხვედრეაში 36 ყვითელი ამოვიდა, რაც საშუალოდ 7.2 ყვითელია.

 

ალავესი - ოსასუნა

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.55)


 

შემდეგი პოზიცია ავსტრიის ბუნდესლიგიდან გვაქვს. ჰარტბერგი ლასკს უმასპინძლებს. მართალია მეტი გოლი ძალიან ჩანს, მაგრამ ჩვენ მაინც კუთხურები გვირჩევნია. 

 

კუთხურების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 13 კუთხური

#2 თამაში - 12 კუთხური

#3 თამაში - 13 კუთხური

#4 თამაში - 19 კუთხური

#5 თამაში - 8 კუთხური

 

ჰარტბერგი - ლასკი

 

კუთხურების რაოდენობა 9.5 - მეტი (1.55)


 

ბოლო პოზიცია უნგრეთიდან გვაქვს, სადაც კიშვარდა პუშკაშის აკადემიას უმასპინძლებს. კიშვარდა უნგრეთის უმაღლეს ლიგაში ცდილობს დარჩენას, ხოლო პუშკაშ აკადემია ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო საგზურისთვის იბრძვის. 

 

ამიტომ დაძაბულ და უხეშ შეხვედრას ველით, ნამდვილ უნგრულ ფეხბურთს. ურთიერთშეხვედრებშიც ხშირად იღებენ ყვითლებს. 

 

#1 თამაში - 5 ყვითელი, 1 წითელი

#2 თამაში - 6 ყვითელი

#3 თამაში - 5 ყვითელი, 1 წითელი

#4 თამაში - 6 ყვითელი

 

კიშვარდა - პუშკაშ აკადემია

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.45)


 

იმედია დღეს დაჯდება ჩვენი პროგნოზი და ყველა ერთად მოვიგებთ!

 

გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ