სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

NBA-ს პარკეტებზე ‘Black Lives Matter’-ს დააწერენ

NBA-ს პარკეტებზე ‘Black Lives Matter’-ს დააწერენ

როგორც ვიცით, NBA-ს 2019-20 სეზონი 30 ივლისს განახლდება. თუმცა ცვლილებები ბევრია. 

 

30 გუნდის ნაცვლად 22 გუნდი ითამაშებს დარჩენილ რეგულარლუს და ფლეიოფს, რომელიც ფლორიდაში, დისნეიში 3 მოედანზე ჩატარდება.

 

NBA-ს კომისიონერმა, ადამ სილვერმა გადაწყვიტა, რომ სამივე მოედანზე დაეწეროს ანტირასისტული გამონათქვამი Black Lives Matter.

 

წინა პარასკევს, NBA-მ და საკალათბურთო ასოციაციის მოთამაშეების ასოციაციამ, რომლის პრეზიდენტი კრის პოლია, იმსჯელეს თუ როგორ მიექციათ ყურადღება და რა გზით ებრძოლათ რასისტული განცხადებების წინააღმდეგ. 

 

კლიპერსის ლეგენდარულმა გამთამაშებელმა, კრის პოლმა ESPN-ს განუცხადა, რომ ყველა მოთამაშეს შეეძლება ჩაიცვას გუნდის ისეთი მაისური, რომელსაც კალათბურთელის გვარის ნაცვლად ეწერება ინდივიდუალური მესიჯი, რომელიც მიმართული იქნება რასისტების წინააღმდეგ.

 

NBA-ს 7-მა კალათბურთელმა უარი განაცხადა განახლებულ სეზონში თამაშზე სხვადასხვა მიზეზების გამო. ბრუკლინის სუპერვარსკვლავმა, კაირი ირვინგმა თქვა, რომ სეზონის განახლება Black Lives Matter-ის მოძრაობას შეასუსტებს, პროტესტი და მუხტი განელდება, ამიტომ უარს ამბობს კალათბურთის თამაშზე წლევანდელ სეზონში.

 

ლეიკერსის კალათბურთელმა, ევრი ბრედლიმ კი მიზეზად დაასახელა შვილი, ლიამი, რომელსაც ცუდი ისტორია აქვს რესპირატორულ დაავადებაზე. 

 

ალბათ ადრე შეგინიშნავთ ფლეიფოში მსგავსი წარწერა:

 

ცუდია რომ დღეს აღარ ხატია ლამაზად Playoffs. უმეტესობას ძალიან მოგვწონდა, მაგრამ მიზეზი ყველაფერს აქვს.

 

ამოღების მთავარი მიზეზი იყო სიქსერსი-ვაშინგტონის თამაშში მაიკლ კარტერ უილიამსის წაქცევა კომერციულ რეკლამაზე.

თამაშის წინ, ფილადელფიამ სამუდამოდ ამოიღო ხმარებიდან #3 მაისური ლეგენდარული ალენ აივერსონის საპატივსაცემოდ.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ