სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

7.47 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

7.47 კოეფიციენტი ხუთშაბათის მატჩებზე

გუშინდელი პროგნოზი გამართლდა და ძალიან გვიხარია. დღესაც, უფრო მეტი მოტივაციით ვეცდებით დავწეროთ ლოგიკური პოზიციები, რომლებიც გამწვანდება. 

 

დავიწყოთ ბარსელონა-ოსასუნათი. ამ მატჩში მეტ გოლს ვფიქრობთ, რადგან ბარსამ ბოლო ორ მატჩში ერთ გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა. 

 

ბარსელონელები ოსასუნას ფეხბურთელებს ნოუ კამპზე უბრალოდ ჩაგრავენ ხოლმე და ძალიან დიდი ანგარიშით უგებენ. მართალია დღეს ძალიან ცუდ ფორმაშია ესპანური გრანდი, მაგრამ ოსასუნასთვის სეზონი მორჩა და ალბათ კიდევ ერთხელ გაანადგურებენ.

 

კატალონიელების მატჩი ოსასუნასთან რეალი-ვილიარეალის შეხვედრის პარალელურად დაიწყება. მადრიდელები, გამარჯვების შემთხვევაში, ესპანეთის ჩემპიონები ხდებიან. თუმცა რეალმა ორივე მატჩი რომ ფრე ითამაშოს, მაინც ყოფნის პირველ ადგილზე…

 

ბარსამ ნოუ კამპზე უკანასკნელ 5 შეხვედრაში 31 ბურთი გაუტანა ოსასუნას, რაც საშუალოდ 6.2 გოლია.

 

ბარსელონა - ოსასუნა

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.45)


 

გადავინაცვლოთ ინგლისში, სადაც კრისტალ პალასი იუნაიტედს უმასპინძლებს. წინა ტურში მანჩესტერმა მოახერხა და დაკარგა 2 ქულა უმოტივაციო საუთჰემპტონთან.

 

დღეს იმედია კიდევ ერთ უმოტივაციო პალასს მაინც მოუგებს და აიღებს სამ ქულას, მაგრამ 2-იანს ძაან დაბალი კოეფიციენტი აქვს და ამიტომ იუნაიტედის 2 გოლს ვფიქრობთ.

 

კრისტალ პალასის ერთ გოლს 1.90 აქვს და დიდი შანსია 0-ზე დაამთავრონ შეხვედრა. იმედია, მანჩესტერი ერთს თუ გაიტანს არ გაჩერდება და წინა ტურის შეცდომას არ გაიმეორებს ოლეს გუნდი და მიაყოლებს მეორე გოლსაც.

 

ორ ბურთიანი ჰანდიკაპი, რა თქმა უნდა, საიმედოა მითუმეტეს ისეთი გუნდისთვის როგორიც იუნაიტედია.

 

მანჩესტერმა მოახერხა 2 ან მეტი გოლის გატანა ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში კრისტალ პალასთან. ხოლო უკანასკნელ შვიდიდან ექვს შეხვედრაში.

 

კრისტალ პალასი - მანჩესტერ იუნაიტედი

 

მეორე გუნდის გოლები 1.5 - მეტი (1.50)


 

ლესტერი-შეფილდიდანაც გვაქვს პოზიცია. რა თქმა უნდა. ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება და გვგონია რომ სამი ბარათი მაინც ამოვა. 

 

მსაჯი მაიკლ ოლივერია, რომელსაც ინგლისელი არბიტრების ფონზე უყვარს ბარათების ამოღება და საშუალოდ ამ სეზონში 3.34-ჯერ აფრთხილებს ფეხბურთელებს. 

 

3 ბარათს საკმაოდ მაღალი და მისაღები კოეფიციენტი აქვს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთშეხვედრებში მაინცდამაინც არ ამოდის ყვითლები.

 

თუმცა ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას რომ ძალიან მძიმე, დაძაბული შეხვედრა გველოდება. ლესტერი ლიგისთვის იბრძვის, შეფილდი - ევროპა ლიგისთვის. თან მსაჯიც, ოლივერიც ხელს გვიწყობს.

 

ლესტერი - შეფილდი

 

ბარათების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.48)


 

გადავინაცვლოთ Seria A-ში. ტორინო-ჯენოას უმასპინძლებს. ორივე გავარდნის კანდიდატია და მაინც ვერ შევიკავეთ თავი ბარათებისგან. მიუხედავად იმისა, ვამბობთ, რომ ბოლო დროს იტალია-ესპანეთში აღარ იღებენ ხშირად ყვითლებს მსაჯები.

 

ამ შეხვედრას ჯანლუკა როკი განსჯის. ჩვენი ერთერთი საყვარელი მსაჯია და შეგვაცდინა კიდეც, რომელიც საშუალოდ მატჩში 5.53 ყვითელს იღებს და 30.40-ჯერ აჯარიმებს ფეხბურთელებს. 

 

სერია A-ში ურთიერთშეხვედრები უხეშია:

 

#1 თამაში - 6 ყვითელი

#2 თამაში - 8 ყვითელი

#3 თამაში - 8 ყვითელი

#4 თამაში - 5 ყვითელი

 

ტორინო - ჯენოა 

 

ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.60)


 

ბოლო პოზიცია კი უკარინის პრემიერ ლიგიდან გვაქვს, სადაც დინამო კიევი ზორიას უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში ბარათებს ველოდებით, რადგან წესით უხეში და დაძაბული თამაში იქნება.

 

დინამო კიევი მესამე ადგილზეა და მეორე ადგილოსანი ზორია მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. დღეს თუ კიევმა მოიგო გადავა მეორეზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურია. 

 

ხოლო ზორია მეორედან მესამეზე დაქვეითდება, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გარანტირებულად იძლევა. 

 

ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერთმანეთს არ დაუთმობენ ჩემპიონთა ლიგის ადგილს და ძალიან დაძაბული შეხვედრა იქნება.

 

მსაჯი კატერინა მონზულია, რომელმაც უკანაკსნელ 9 შეხვედრაში 52 ბარათი ამოიღო, რაც საშუალოდ 5.77 ყვითელია.

 

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:

 

#1 თამაში - 5 ყვითელი, 1 წითელი

#2 თამაში - 7 ყვითელი

#3 თამაში - 6 ყვითელი

#4 თამაში - 6 ყვითელი

#5 თამაში - 13 ყვითელი, 1 წითელი

 

დინამო კიევი - ზორია 

 

ბარათბის რაოდენობა 5.5 - მეტი (1.45)


 

დღეისთვის სულ ეს არის. გვითხარი შენი აზრი, შენი პოზიციები. გისურვებთ წარმატებებს!

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ