ESPN-მა და Netflix-მა ერთობლივი ძალებით The Last Dance გადაიღეს, რაც კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელზე, მაიკლ ჯორდანზე და ჩიკაგო ბულსზე მოგვითხრობს ისტორიას.
TV Show-ს მეშვეობით უამრავი საინტერესო ამბავი გავიგეთ და დავიწყებული სახალისო ისტორიებიც გავიხსენეთ..
ერთერთი მათგანი ჯორდანის და პიპენის სანაძლეოებია, რომლებიც მართლაც რომ უძვირფასესია.
როგორც წესი, მაიკი, თამაშის დღეს, ყველაზე ადრე მიდიოდა დარბაზში სროლებით გასახურებლად. იმ დროს, როდესაც არენის მომსახურე პერსონალი გასართობ პროგრამებს დგამდა ტაიმაუტებისთვის.
ერთერთ შოუში სხვადასხვა ფერის სამი ანიმაციური ხარი ეჯიბრებოდნენ რბოლაში ერთმანეთს და დარბაზში მისულ მაყურებლებს შეეძლოთ თანხის დადება თუ რომელი მათგანი გაიმარჯვებდა რეისში.
ერთ დღესაც, დარბაზში ყველაზე ადრე მისულმა ჯორდანმა მომსახურე პერსონალისგან გაიგო, რომ ხარების ჩანაწერ რბოლას უშვებდნენ და გამარჯვებული წინასწარ იცოდნენ შოუს დამდგმელებმა. მაიკმა გასართობი პროგრამების ავტორებს სთხოვა, რომ წინასწარ ეთქვათ გამარჯვებული ხარის ვინაობა და პერსონალმაც, რა თქმა უნდა, კუმირს უარი ვერ უთხრა.
ESPN-ის ჟურნალისტი, ამინ ელჰასანი იხსენებს:
“ერთ დღესაც მაიკმა გაიგო, რომ ხარების რბოლა ჩანაწერი იყო და პერსონალს მიმართა: ‘ანუ, იცით დღეს რომელი ხარი იგებს ხო?!’ შოუს დამდგმელმა უპასუხა: ‘კი, წითელი’.
თამაში კაი ხნის გახურებულია და ფილ ჯექსონი ტაიმაუტს იღებს და დაფაზე კომბინაციას ხაზავს. ამ დროს, მაიკლი პიპენთან მიდის და ეუბნება: ‘100 დოლარს ჩამოვდივარ წითელ ხარზე’ რაზეც სკოტი თანხმდება”.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სეზონის ბოლომდე ასე უგებდა ფულს ჯორდანი პიპენს და სკოტი ვერაფერს ხვდებოდა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ