სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

იანის ანტეტოკუნმპო 178,225 დოლარით დააჯარიმეს (ვიდეო)

იანის ანტეტოკუნმპო 178,225 დოლარით დააჯარიმეს (ვიდეო)

მართლაც გაძვირდა ცხოვრება. 5 წლის წინ მსგავსი საქციელი ალბათ 20,000 დოლარი ეღირებოდა, 10 წლის წინ - 10,000 დოლარი, ხოლო 20 წლის წინ ალბათ საერთოდ არ გადაიხდიდი ფულს და ისე გამოტოვებდი ერთ მატჩს. 

 

ლაპარაკი მაქვს ორი დღის წინანდელ მატჩზე, სადაც ერთმანეთს მილოუკი ბაქსი და ვაშინგტონ ვიზარდსი ხვდებოდნენ.

 

მეორე მეოთხედში ვიზარდსის ვაგნერმა ჩარჯი მოიპოვა მოქმედი MVP-ის წინააღმდეგ, რაზეც იანისი გაბრაზდა და თავი შუბლში ჩაარტყა ვაშინგტონის კალათბურთელს. 

 

ანტეტოკუნმპო რეგულარულის უკანასკნელ მატჩს გამოტოვებს მემფისის წინააღმდეგ, რასაც ალბათ დასვენების მიზნით ისედაც იზამდა, რომც არ დაესაჯათ. ფლეიოფის პირველივე მატჩს აუცილებლად ითამაშებს.

 

თუმცა მემფისისთვის ეს ძალიან მაგარი ინფორმაციაა. ბოლო მატჩში გადაწყდება, ვინ გავა მერვე ადგილით დასავლეთის ფლეიოფში, რადგან ერთდროულად ოთხი გუნდი იბრძვის ფლეიოფისთვის: პორტლენდი, მემფისი, ფინიქსი და სან ანტონიო.

 

რაზე დააჯარიმეს იანისი:

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ