სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მაიკლ ჯორდანის სასახლე (ფოტოალბომი და ვიდეოტური)

მაიკლ ჯორდანის სასახლე (ფოტოალბომი და ვიდეოტური)

კალათბურთის მეფე, მაიკლ ჯორდანი უკვე 8 წელია ცდილობს, გაყიდოს ჩიკაგოში მდებარე საკუთარი სასახლე, მაგრამ ჯერ ნაღდი მყიდველი ვერ მოიძებნა.

 

თავიდან სახლის ფასი 20,9 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ძალიან დაეცა და დღეს ის 14.9 მილონ დოლარად იყიდება. 

 

სასახლე ჰაილენდ პარკში დგას, რომელსაც 9 საძინებელი, 19 სააბაზანო ოთახი, კალათბურთის დარბაზი, აუზი, ტენისის კორტი, სიგარის მოსაწევი ოთახი, პოკერის სათამაშო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, კინოთეატრი და სხვა საოცრებები აქვს. 

სასახლის ვერ გაყიდვის მიზეზი ცოტა სასაცილო და უცნაურია. მაიკლმა თავის გემოზე მოაწყო სახლში ყველაფერი და თითქმის ყველაფერს ჯორდანის ბრენდის ლოგო ადევს. დაწყებული კალათბურთის დარბაზიდან დამთავრებული მაცივრამდე.

ამიტომ არცერთ მილიონერს არ სურს მაიკლის სახლის ყიდვა, რადგან იქ საკუთარ კომფორტს ვერავინ მოიწყობს, ყველგან მაიკის სურათი, ბრენდი და ლოგოა. ჭიშკარზეც კი 23 აწერია.

იძებნება ჯორდანის ფანი, რომელიც ამ ყველაფერს აიტანს და შეისყიდის სახლს, სადაც დღეს არავინ ცხოვრობს და კალათბურთის მეფე ყოველ თვე 100,000 დოლარს იხდის კომუნალურებში. ფაქტობრივად არაფერში. 

 

 

ეს კი ვიდეო ტური, სადაც ყველაფერი დეტალურადაა აღწერილი:

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ