ლუის კოლავეკიომ ჩამოაყალიბა შულერთა ჯგუფი, რომლებიც სლოტის აპარატის მონეტებს ჭრიდნენ და აყალბებდნენ ისე, რომ ნამდვილისგან ვერავინ და ვერაფერი არჩევდა.
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ უამრავი მონეტა სლოტების სათამაშოდ, ამაში ფულს არ იხდით და რამდენსაც მოიგებთ, მოიგებთ. წაგების შემთხვევაში არაფერს კარგავთ.
კოლავეკიომ თაღლითურად გაძარცვა ამერიკის უამრავი კაზინო და მიითვისა საკმაოდ დიდი თანხა.
1998 წელს, ლუისი თავის მეგობარ გოგონასთან, დონასთან ერთად Caesar’s Palace-ში ყალბი მონეტებით მივიდა სათამაშოთ. შულერებმა ჯერ არ იცოდნენ, რომ ეს ღამე ყველაზე ცუდი დღე იქნებოდა მათ ცხოვრებაში. ლუისის და დონას თამაშმა კაზინოს დაცვის ყურადღება მიიქცია და პოლიციელთა თანხლებით გახსნეს ის სლოტის აპარატი, რომელსაც შულერი წყვილი თამაშობდა. აპარატში აღმოაჩინეს ყალბი მონეტები და კოლავეკიო დააკავეს.
იმავე წელს, ლუის კოლავეკიოს სასამართლომ მიუსაჯა 7 წლიანი პატიმრობა. ლუისი ციხიდან 2006 წელს გამოვიდა და დიდი ხანი არ დასჭირვებია უკან დასაბრუნებლად. გათავისფულებიდან რამდენიმე თვეში, ჰელოუინის ღამეს, კვლავ დაიჭირეს ყალბი მონეტებით თამაშზე.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ