საკალთბურთო ტელეგადაცემა Inside the NBA ალბათ ყველას გვიყვარს. გასნაკუთრებით ის მომენტები, როდესაც შაკი და ჩაკი ერთმანეთს ეხუმრებიან ხოლმე.
NBA-ს ფლეიოფები ორი დღეა გახურდა და გუშინაც ოთხი საინტერესო მატჩი ვიხილეთ. ჰიუსტონ როკეტსი ოკლაჰომა სიტის მასპინძლობდა და თამაშის დაწყებამდე ბარკლი გადაცემაში ამბობდა, რომ სანდერის გამარჯვებას ვარაუდობდა, რადგან ჰიუსტონს აკლდა რასელ ვესტბრუკი და ასევე ოკლაჰომას მაღლებში ჰქონდა უპირატესობა როკეტსის წინააღმდეგ.
ბარკლიმ თქვა, რომ სანდერის გამთამაშებელი, კრის პოლი საუკეთესო ლიდერია ლიგაში, ცენტრი, სტივენ ადამსი ერთერთი ყველაზე ათლეტური, რომელიც სერიაში საშუალოდ 20 ქულას და 20 მოხსნას დადებს და საბოლოოდ პირველ თამაშში გამარჯვება ოკლაჰომა სიტის დარჩება.
შაკილ ო’ნილმა უმალვე 500,000 დოლარიანი სანაძლეო შესთავაზა და ჰიუსტონის მოგებაზე დადგა, ხოლო ბარკლის თავისი ნაქები ოკლაჰომა სიტი შერჩა..
როკეტსმა პირველი შეხვედრა უპრობლემოდ მოიგო. ჯეიმს ჰარდენმა ვესტბრუკის გარეშე 37 ქულა, 11 მოხსნა და 3 პასი გააკეთა.
ბარკლის ნაქებ კრის პოლს სამმაგ დუბლამდე 1 შედეგიანი გადაცემა დააკლდა (20 ქულა, 10 მოხსნა, 9 პასი). აღსანიშნავია, სანდერის იტალიელი ლეგიონერი დანილო გალინარი, რომელმაც 29 ქულა ჩააგდო.
ჩააბარებს ბარკლი?
დანარჩენ შეხვედრებში ორლანდომ აღმოსავლეთის ფავორიტი მილოუკი პირველ შეხვედრაში მოულოდნელად დაამარცხა, მაიამიმ ინდიანას მოუგო, ხოლო პორტლენდმა - ლეიკერსს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ