სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

Aztec Gold - მარტივი, საინტერესო და მომგებიანი თამაში Lotto.ge-სგან

Aztec Gold - მარტივი, საინტერესო და მომგებიანი თამაში Lotto.ge-სგან

ცოტა ხნით გადავდოთ სლოტები გვერდით და ვისაუბროთ Lotto.ge-ს თამაშზე, რომელიც ძალიან მარტივი, აზარტული და რა თქმა უნდა, მომგებიანია.

 

პრინციპი დაახლოებით იგივეა რაც “გადაფხიკე და მოიგეა”, ოღონდ თანამედროვე ვერსიაა, რომლის წესებსაც მარტივად აითვისებთ. 

 

Lotto.ge-ს ვებსაიტზე შესვლისას ონლაინ თამაშების განყოფილებაში ბევრი მსგავსი თამაში დაგხვდებათ, მაგრამ დღეს მინდა ყურადღება გავამახვილო Aztec Gold-ზე. 

 

შეგიძლიათ აირჩიოთ უფასო დემო ვერსია, სადაც უბრალოდ გაერთობით ან თამაში რეალურ ფულზე. 

 

 

როგორც ხედავთ თამაშს 18 უჯრა აქვს და უნდა გახსნათ თვრამეტივე. ყველა უჯრაში დაიწერება გარკვეული თანხები, მაგრამ მოგებულია ის კვადრატები, რომლებიც ოქროსფრად ამოვარდება.

 

ერთი უჯრის ფასი 0,20 თეთრია, მთლიანი ოთხკუთხედი, ერთი გახსნა, 3,60 ლარი გამოდის. გავხსენი მთლიანად და ასეთი დაფა მივიღე:

 

 

ხედავთ, რომ ერთმა ოქროსფერმა უჯრამ 60 ლარი დაწერა, მეორემ - 1.60. ანუ გამოდის რომ მთლიანად 61.60 ლარი მოვიგე 3.60 ლარში.

 

თუმცა ასეთი ერთფეროვანი არაა. შეიძლება ბილეთის ფასის გადართვა, სიმბოლოს არჩევა და უჯრების შემოკლებაც.

 

 

ახალი თამაშის დატრიალებამდე უნდა აირჩიოთ უჯრების რაოდენობა, ფსონი და სიმბოლო, როგორც ამ სქრინზეა. 

 

ფოტოზე ხედავთ, რომ არჩეული მაქვს მხოლოდ 3 კვადრატზე თამაში, მარცხნიდან მეორე სიმბოლო და დაწეული მაქვს ბეთი.

 

ნამდვილად კარგი აღმოჩენაა და ძალიან მაგარი გასართობია. 

 

თუ გადაწყვეტთ თამაშს, რა თქმა უნდა, გისურვებთ წარმატებებს და იღბალს!

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ