სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც განსაკუთრებული იღბალი ელით სექტემბერში

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც განსაკუთრებული იღბალი ელით სექტემბერში

დასრულდა ზაფხული და დაიწყო წელიწადის ერთერთი უმშვენიერესი სეზონი, შემოდგომა, რაც სწავლის დაწყებასთან, ახალ გეგმებთან, ბიუჯეტის გადანაწილებასთან ასოცირდება. 

 

სექტემბერში იწყება ახალი სეზონი ნებისმიერ სფეროში. ხალხი ბრუნდება შვებულებიდან, მოსწავლეები და სტუდენტები უბრუნდებიან სასწავლო დაწესებულებებს, სპორტსმენები ემზადებიან 2020-21 სეზონისთვის, მოკლედ ცხოვრების რეჟიმი კალაპოტში დგება.

 

აი, ვარსკვლავებს თუ დავუჯერებთ, სექტემბერი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება ჰოროსკოპის 4 ნიშნისთვის, რომლებსაც ახლა წაიკითხავთ.

 

ქალწული

 

24 აგვისტო - 23 სექტემბერი

 

სექტემბერში საქმე და პრობლემები მოიმატებს, მაგრამ არ შეშინდეთ, თქვენი მახვილგონივრული აზროვნებით მათ ადვილად გადაჭრით.

 

ქალწულის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა დროა იფიქრონ თუ რაში დახარჯავენ არნახულ მოგებას, რაც მათ სექტემბერში ელით. 

 

ქალწულების უმეტესობა ჭკვიანია, აქვთ ლოგიკაც და ინტუიციაც. ეს თვისებები, თამაშის დროს, გამარჯვების გარანტიას იძლევა.

 

მამაკაცი-ქალწულები იშვიათად სჩადიან სასოწარკვეთილ საქციელს, რადგან გაწონასწორებულები არიან და ყოველთვის აკონტროლებენ თავს. ისინი არასდროს ითამაშებენ ზედმეტს და ყოველთვის მოგებაში დარჩებიან.

 

ქალ-ქალწულებს მძიმე ხასიათი და მოთმინების საოცარი უნარი აქვთ, რაც თამაშში დაეხმარებათ.



 

სასწორი

 

24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

 

სექტემბერში მოერიდეთ ბიზნესის დაწყებას, მითუმეტეს არ დააფინანსოთ სხვისი იდეა. სასწორებს შემოდგომის პირველ თვეში დიდი მოგება ელით და სჯობს მოუფრთხილდნენ გამარჯვებულ თანხას. 

 

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულები, სექტემბერში არ უნდა გაეკარონ რულეტკას. ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ იღბალი სამაგიდო თამაშებში, სლოტებში, პოკერში იმალება და ელოდება მათ. 

 

უკეთესი იქნება თუ უფრო მეტ ინფორმაციას შეაგრვებენ აზარტულ თამაშზე, რადგან ოდნავ მორიდებულები არიან და გამბედაობა აკლიათ.

 

მამაკაცი-სასწორები ხელგაშილები არიან, როდესაც საქმე ფინანსებზე და სხვა ადამიანების დახმარებაზე მიდის, მაგრამ მაინც ცივი გონებით აზროვნებენ და დაუმსახურებლად არავის უწვდიან ხელს. ასეთი აზროვნებით კი წარმატება ელით, მითუმეტეს, რომ იღბალი მათ მხარესაა.

 

ქალ-სასწორებს არ უჭირთ ადამიანების მოხიბვლა და მსუბუქი ხასიათი აქვთ. ამ ნიშნის ქალბატონებთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა, რაც თამაშის დროს მოწინააღმდეგეს ანეიტრალებს.


 

მორიელი

 

24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის ზედმედატ იღბლიანი დრო დადგა. მთელ თვეს მორიელები ელიტურ წვეულებებზე გაატარებენ, სადაც სასურველი სტუმრები იქნებიან, ყურადღების ცენტრში მოხვდებიან და დიდი მოთხოვნა იქნება მათზე, რადგან სადაც მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გაჭაჭანდება იქ იქნება იღბალიც.

 

ამ თვეში არ გაითვალისწინოთ სხვისი აზრი და ითამაშეთ ის, რასაც თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ. 

 

მამაკაცი-მორიელები უდიდეს უხილავ ძალას და ჭკუას ფლობენ. მათი დამარცხება ძნელია, სექტემბერში - წარმოუდგენელი.

 

ქალი-მორიელი ნებისმიერს დაიქვემდებარებს. ქალი-მორიელისთვის შუალედი არ არსებობს, ან ძალიან უყვარს ან დაუჯერებლად სძულს. ასეთი ხასიათი ნებისმიერ აზარტულ თამაშში ეხმარება და მოწინააღმდეგეს უშანსოდ ტოვებს. 

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულების უძლიერესი მხარე პოკერია, თუმცა სექტემბერში ყველგან მოგება ელით. თუ თქვენ არ ხართ მორიელი და ვინმესთან სათამაშოთ დაჯექით, ჯერ ის იკითხეთ მორიელი ხომ არ არის თქვენი მოწინააღმდეგე.


 

მშვილდოსანი

 

23 ნოემბერი - 21 დეკემბერი

 

სწორედ ის თვე დადგა, როდესაც წარმატებას რამდენიმე მიმართულებით მიაღწევენ მშვილდოსნები.

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ძალიან დიდი მოგება ელით და თუ მათ გონებამახვილობასაც გავითვალისწინებთ, ისინი მოგებულს ბიზნესში გააათმაგებენ. 

 

გვერდზე გადადეთ ეჭვები და გადადგით ნაბიჯი დასახული მიზნისკენ, თქვენი დროა. 

 

მშვილდოსნების ძლიერი ლოგიკისგან გამომდინარე, მათ წარმატება ტოტალიზატორში და ყველაზე პოპულარულ აზარტულ თამაშებში, სლოტებში ელით.

 

მამაკაც-მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა. ისინი იმდენს ლაპარაკობენ, რომ ნებისმიერს აურევენ თავ-გზას აზარტული თამაშების დროს და მოგებულები დარჩებიან. შემდეგ მიუბრუნდებიან დამარცხებულს და დაამშვიდებენ, მათ ეს უნარიც აქვთ, რომ ყოველთვის კეთილი ადამიანის სტატუსი შეინარჩუნონ. მოწინააღმდეგესთვის მომაკვდინებელი ძალა გააჩნიათ.

 

ქალი-მშვილდოსნები კეთილშობილებით გამოირჩევიან. ისინი არ ღალატობენ არც მამაკაცებს და არც მეგობრებს. ყოველთვის სამართლიანად თამაშობენ და კარმა სულ მათ მხარესაა. განსაკუთრებით სექტემბერში აქტიურდება მათი ირბლიანი ვარსკვლავი.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ