დედამიწას უამრავი გოლიათი უნახავს. თუმცა დღეს ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ სპორტსმენ უდიდეს ადამიანებზე.
მოგიყვებთ კალათბურთელებზე, მოჭიდავეებზე და სხვა სპორტის წარმომადგენლებზე, რომლებიც ფიზიკური მონაცემებით ძალიან განსხვავდებოდნენ გუნდელებსა თუ მოწინააღმდეგეებზე.
გიგანტი ანდრე - მოჭიდავე
გიგანტი ანდრე არც პროტეინებს და არც მსგავს საშუალებებს იყენებდა გასაზრდელად. თავის დროზე ცნობილი და წარმატებული მოჭიდავე, რომელიც 224 სანტიმეტრი და 236 კილოგრამი იყო ბუნებრივად გოლიათს ჰგავდა.
1993 წელს ანდრე გულის გაჩერებით გარდაიცვალა.
კონიშიკი იასოკიჩი - სუმოისტი
კონიშიკი, მართლაც რომ უდიდესი ადამიანია, რომელიც პიკზე 287 კილოგრამს იწონიდა. სუმოისტმა იასკოიჩმა საკუთარი დივიზიონი ბევრჯერ მოიგო, მაგრამ გრანდ სლემზე არასდროს გაუწევია.
ჯორჯ მურესანი - კალათბურთელი
რუმინელი კალათბურთელი, ამ სპორტის ისტორიაში ერთერთ ყველაზე მაღალი წარმომადგენელია.
მურესანი ვაშინგოტნის და ნიუ ჯერსის ღირსებას იცავდა. NBA-ში, 307 თამაშში საშუალოდ 9.8 ქულა, 6.4 მოხსნა და 1.5 ბლოკი ჰქონდა.
შაკილ ო’ნილი - კალათბურთელი (216 სანტიმეტრი, 147 კილოგრამი)
შეიძლება შაკი ზემოთ ნახსენებ ხალხთან გოლიათური სიმაღლით და წონით არ გამოირჩევა, მაგრამ ყველას გვახსოვს პარკეტზე ლიგის ისტორიაში ყველაზე დომინანტი ცენტრი, რომელიც მცველებს ზედ ატენიდა ბურთს და ფარს. უბრალოდ შეუძლებელი იყო ო’ნილის შეჩერება და ჩვენ სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს ექიმი შაკილ ო’ნილი.
სულეიმან ალი ნაშნუში - კალათბურთელი
კიდევ ერთი კალათბურთელი ჩვენს სიაში. ლიბიელი სპორტსმენი სულეიმანი 244 სანტიმეტრი იყო.
ალი ნაშნუში იმ 17 ადამიანთაგან ერთერთია, რომელმაც 8 ფუტის სიმაღლეს გადააჭარბა. სპორტსმენის ჯანმრთელობას, დიდი სიმღალის გამო პრობლემა შეექმნა ამიტომ ჩაუტარეს ოპერაცია და სულეიმანი დაამოკლეს, რომლის სიმაღლე საბოლოოდ 239 სანტიმეტრი გახლდათ.
ჰოლი მანგოლდი - ძალოსანი
ჰოლი მანგოლდი ქალთა ძალოსნობის ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტსმენია, რომელიც 188 კილოს იწონის.
ჰოლის ძმა ნიკ მანგოლდია, რომელიც ნიუ იორკ ჯეტსში თამაშობდა.
მარგო დიდეკი - კალათბურთელი
ისტორიაში ყველაზე მაღალი პოლონელი ქალი სპორტსმენი, მარგო დიდეკი 218 სანტიმენტრი იყო.
მარგომ 10 წელი ითამაშა ამერიკაში, WNBA-ში, რომელიც კარიერაში, საშუალოდ თამაშში 10 ქულას და 6.6 მოხსნას აგროვებდა.
წარმატებული კარიერის შემდეგ, დიდეკმა მწვრთნელობა გადაწყვიტა, თუმცა 37 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. მარგო მესამე ბავშვზე იყო ორსულად და ვერ გადაიტანა.
შერან ალექსანდერი - სუმოისტი
2013 წელს შერან ალექსანდერი ყველაზე მძიმე ქალ სპორტსმენად დასახელდა და შევიდა გინესის წიგნში.
შერანი 203 კილოგრამს იწონის.
სუნ მინმინი - კალათბურთელი
შეხედეთ ფოტოს და დუეინ ჯონსონს, რომელიც სუნ მინმინთან ცეროდენა კაცად გამოიყურება.
მინმინი ჩინელი კალათბურთელია, რომელიც 236 სანტიმენტრის სიმაღლისაა. თუ ჩინეთის ლიგას არ უყურებთ, ალბათ პიკის საათი 3 მაინც გაქვთ ნანახი. გაიხსენეთ სცენა, როდესაც გოლიათი კაცი კარტერს (კრის ტაკერს) ჰაერში ატრიალებს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ