სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

სუარესმა იტალიური ენის გამოცდაზე პასუხები გადაიწერა

სუარესმა იტალიური ენის გამოცდაზე პასუხები გადაიწერა

ბარსელონაში მთავარ მწვრთვნელად რონალდ კუმანი დაინიშნა, რომელმაც პირდაპირ უთხრა ლუის სუარეს, რომ მოუწევდა ახალი გუნდის მოძებნა.

 

ურუგვაელი თავდამსხმელით იუვენტუსი დაინტერესდა, მაგრამ თუ სუარესს ტურინში სურდა ფეხბურთის თამაში, მას აუცილებლად უნდა ჩაებარებინა იტალიური ენის, B1 დონის ტესტი. 

 

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა, რომ ლუის სუარესმა იტალიურის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და გვეგონა, რომ მალე იუვენტუსშიც ვიხილავდით, მაგრამ გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ურუგვაელი მადრიდის ატლეტიკოში ითამაშებს. 

 

დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სუარესმა იტალიური ენის ტესტის პასუხები წინასწარ იცოდა და ამიტომ არ გასჭირვებია გამოცდის ჩაბარება.

 

მიმდინარეობს გამოძიება.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ