გერმანელი ათლეტი, მორბენალი ალისა შმიდტი მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ უკვე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება.
ულამაზეს ალისას ოლიმპიადაზეც ვიხილავთ, მაგრამ მისი შესაძლებლობები აქ არ მთავრდება.
სჯობს, რომ სიმართლე ვთქვათ. პრესა და მედია შმიდტის ტალანტზე მეტად მის გარეგნობას უფრო აკვირდება. არც ალისა უარყოფს ფაქტს და სპორტსმენობასთან ერთად მოდელობსაც ითავსებს.
გერმანელი მორბენალის ფოტოებს უამრავი ჯურნალის გარეკანზე ვნახავთ. წავაწყდებით სხვადასხვა რეკლამებს, სადაც ალისა მონაწილეობს.
ალისა შმიდტი 1998 წლის 27 დეკმებერს გერმანიაში, პატარა ქალაქში დაიბადა. მისი მშობლები ამბობენ, მას ბავშვობიდანვე ეტყობოდა, რომ წარმატებისთვის იყო დაბადებული.
2017 წელს, ულამაზესი მორბენალი გერმანიის 20 წლამდელთა ნაკრებში აიყვანეს ევროპის ჩემპიონატისთვის. შმიდტი 400 მეტრზე სირბილში ასპარეზობდა და ქვეყანას ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ამავე წელს, მედლის გარდა ალისამ წარამტებას გარეგნობითაც მიაღწია. ცნობილმა ვებსაიტმა Buster Coverage-მა შმიდტი 2017 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ათლეტად დაასახელა და ძალიან დიდი პოპულარობა მოუპოვა, როგორც გერმანიაში ასევე ამერიკაშიც.
მიუხედავად მოულოდნელი პოპულარობისა, ულამაზესმა ალისამ არ დაანება სპორტს თავი და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა ვარჯიშს. გერმანელი სპორტსმენი 200, 400 და 800 მეტრზე სირბილში გამოდიოდა სხვადასხვა ტურნირებზე.
როგორც მისი მწვრთნელი, ასევე თანაგუნდელებიც შმიდტს ძალიან შრომისმოყვარედ და მიზანდასახულად ახასიათებენ.
ალისა შმიდტის მეგობარი:
“ალისაზე საუბრის დროს ძნელია მის სილამაზეს ხაზი არ გაუსვა და თავი აარიდო. თუმცა ის არ აპირებს სპორტის მიტოვებას და სამოდელო კარიერაზე გადართვას. მას ორივე ერთად სურს. ორივე სფეროში დიდი მიზნები აქვს”.
მოდით ბევრი აღარ ვილაპარაკოთ და ვნახოთ ფოტოალბომი. თუ ეს სურათები არ გეყოფათ, შეგიძლიათ მისი ინსტაგრამი დაათვალიეროთ.
გულში თუ ჩაგივარდათ, მე არ დამაბრალოთ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ