შარშან, 2019 წლის ნოემბერში, ლას ვეგასის კაზინო ფრიმონტში ბოიდ გეიმინგის დაცვის თანამშრომელმა შეცდომით დააკავა და დაადო ბორკილები ადამიანს, რომელსაც არაფერი დაუშავებია.
უდანაშაულო ადამიანს 90 წუთის განმავლობაში ეკეთა ბორკილები და გაოცებული სახით იყურებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ამავე კაზინოში დაიძურწებოდა ჰაკერი, რომელიც ტეხავდა აპარატებს და სხვისი ბალანსი თავის ანგარიშზე გადაჰქონდა.
ნამდვილმა დამნაშავემ საბოლოოდ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ უდანაშაულო ქალბატონს დაბრალებოდა ყველაფერი, რომელიც 200 დოლარით მივიდა სათამაშოთ ვეგასის კაზინოში.
შეცდომით დაკავებული იხსენებს:
“უცბათ მომვარდა დაცვის თანამშრომელი, გადამიგრიხა ხელები, დამადო ბორკილები და მთელ ხმაზე ღრიალებდა, რომ ციხეში ამომალპობდა”.
დაზარალებულის მხარემ სასამართლოში ყველაფერი დაამტკიცა და უდანაშაულო ქალბატონი 300,000 დოლარს მიიღებს კაზინოსგან მიყენებული დაზიანებებისთვის.
დაზარალებული, ასევე იძახის, რომ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა და სურს უფრო დიდი თანხის მიღება ფრიმონტის კაზინოდან.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ