სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ოქტომბერში აუცილებლად მოიგებენ

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ოქტომბერში აუცილებლად მოიგებენ

ოქტომბერი ზოგადად ძალიან იღბლიანი თვეა. 2019 წლის 8 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში ისტორიული გამარჯვება დაფიქსირდა ლატარიაში, როდესაც ცოლ-ქმარმა 170 მილიონი ფუნტი მოიგო.

 

მას შემდეგ ევროპელებს, რომლებიც სისტემატიურად თამაშობენ ლოტოს, სჯერათ ცრურწმენის, რომ წელიწადის მეათე თვეში უნდა გააორმაგონ ლატარიის თამაში, რადგან ოქტომბერი ყველაზე იღბლიანი თვეა და მათაც აუცილებლად გაუმართლებთ. 

 

მართალია ცრურწმენები ალბათ რეალობასთან შორსაა, მაგრამ მოთამაშეებს ძალიან უყვართ მსგავსი მითები. მაგალითად იღბლიანი ტანსცამელი, იღბლიანი დღე და ა.შ

 

თუმცა დედამიწის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სჯერა ჰოროსკოპის, სჯერა ვარსკლვავების, რასაც ასტროლოგები არ უარყოფენ.

 

ვნახოთ ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ოქტომბერში აუცილებლად მოიგებენ.

 

თხის რქა 

 

22 დეკემბერი - 20 იანვარი

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ოქტომბერში მოგება ელით, მაგრამ რჩევა იქნება, ნუ გააკეთებთ ძალიან, ზედმეტად დიდ ფსონებს. 

 

თხის რქას აქვს განსაკუთრებული უნარი, თავი აარიდოს შეცდომებს, რაც აუცილებლად დაეხმარება აზარტულ თამაშებში. გაწონასწორებული ხასიათი დიდი თანხის მოგების გარანტიაა. დაიმახსოვრეთ, ბევრი ფულის მოგება არ საჭიროებს ბევრი ფულით თამაშს.

 

მამაკაცი-თხის რქა გაუბედავია, რომელსაც ძალიან უყვარს და ეხმარება შექება. მისთვის არ აქვს მნიშნველობა რისთვის შეაქებენ - ჭურჭლის დარეცხვის გამო თუ კაზინოდან მოტანილი 1 მილიონისთვის.

 

ქალი-თხის რქები ყველაზე მეტად ოჯახს აფასებენ. მათთვის მთავარია სტაბილურობა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები მოიგებენ დიდ ფულს, მაგრამ გვერდით უნდა ჰყავდეთ ადამიანი, მეუღლე, რომელსაც ყველაფერს გაუზიარებენ. ისე, დიდება არაფერში სჭირდებათ.


 

მერწყული

 

21 იანვარი - 18 თებერვალი

 

მერწყულისთვის ოქტომბერი შესანიშნავი თვეა ნებისმიერ ფრონტზე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნამდვილს სიყვარულს იპოვიან, თუმცა აქ არ მთავრდება. 

 

რეალურ ცხოვრებაში ხშირად გაგიგიათ ფრაზა, მხოლოდ სიყვარული ვერ შველის ამა თუ იმ სიტუაციასო და აი, აქაც ძალიან გაუმართლა მერწყულს, რადგან ოქტომბერში დიდ თანხას მოიგებს და შესაშურად დაილაგებს ცხოვრებას. 

 

მამაკაცი-მერწყული ძალიან ფრთხილია, რაც ყოველთვის ეხმარება აზარტულ თამაშებში. ის არასდროს ჩაიგდებს თავს საფრთხეში და არც სხვას მიაყენებს ზიანს.

 

ქალი-მერწყულები არ ერიდებიან გამოიყურებოდნენ გამომწვევად, რაც ოპონენტს თიშავს თამაშიდან და გამარჯვება სწორედ რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს რჩებათ.


 

ვერძი

 

21 მარტი - 20 აპრილი

 

ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ოქტომბერში იღბალი ელით. ფორტუნა მათ მხარესაა და ვარსკვლავები ურჩევენ, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ მოცემული სიტუაცია. 

 

ვერძი ძალიან ოპტიმისტია, რაც ჭკვიანურ გადაწყვეტილბებში ეხმარება მას. აზარტული თამაშების დროს ოპტიმალური ვარიანტი ძნელი მოსაძებნია, თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის პოულობს გამოსავალს და რჩება გამარჯვებული. 

 

არ დაგავიწყდეთ, რომ ვერძებისთვის დიდი მნიშნველობა აქვს ახლობელი ადამიანების გვერდში დგომას.

 

მამაკაცი-ვერძი ყველაფერს რქებით აწვება და ყოველთვის თავისი გააქვს, თუმცა ეს სულელური გადაწყვეტილება არ გეგონოთ. ისინი გამჭრიახები არიან და ყველა პრობლემას ისე გადაწყვეტენ, რომ მათთვის ძვირფას ადამიანებს არ ანერვიულებენ, არ მოახვევენ თავზე საკუთარ პრობლემებს.

 

ქალი-ვერძი იდეალისტია. მას ყველა დეტალი აინტერესებს და სურს, რომ ყველაფერი გამართულად მიდიოდეს. ეს ხასიათი კი, რა თქმა უნდა, აზარტულ თამაშებშიც ეხმარება მას. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი იმუშავებს მანამ, სანამ ყველაფერს თავის გემოზე არ მოაწყობს. 


 

კურო

 

21 აპრილი - 21 მაისი

 

კუროს ძალიან დამოუკიდებელი ხასიათი აქვს და ყოველთვის ელის ხელსაყრელ მომენტს, რაც აზარტულ თამაშებშიც ეხმარება.

 

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ინერტულად არ ელოდებიან ცხოვრებაში გამართლებას. ისინი შეუპოვრად იბრძვიან წარმატებისთვის.

 

ლატარიაში ან სხვა თამაშებში გამარჯვებას ისინი იღბალს არ აწერენ, რადგან ბევრს ცდილობენ და დიდი თანხის მოგების შემდეგ ფიქრობენ, რომ მათ ეს დაიმსახურეს, რაც სიმართლეს შეესაბამება. 

 

მამაკაცი-კურო ყოველთვის მშვიდია ნებისმიერ სიტუაციაში და მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, რადგან უკვე მოფიქრებული აქვს წინასწარ რამდენიმე ვარიანტი, რათა ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ დამთავრდეს.

 

ქალი-კურო შინაგანად ყველაზე ძლიერია. ნებისმიერ სიტუაციას გადაწყვეტს ნაზად, მაგრამ მის ღიმილში ვერასდროს გაიგებ, თუ როდისაა აგრესიული და როდის მოსიყვარულე. არასდროს ეთამაშოთ პოკერი ქალ-კუროს.

 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ