ადამიანები ძალიან ხშირად ვიტყუებით. არ აქვს მნიშვნელობა სად და როგორ, ეს იქნება სამსახურში, სახლში, მეგობრებში თუ რა თქმა უნდა, აზარტულ თამაშებში
აზარტულ თამაშებში მოტყუება ერთგვარი ხერხია წარმატების მისაღწევად, მითუმეტეს პოკერში, სადაც ბლეფის თამაშს დიდი ნიჭი და გამოცდილება სჭირდება.
სხეულის ენა შესწავლილია და არსებობენ ადამიანები, რომლებიც გვასწავლიან როდის გვატყუებენ და როგორ ამოვიცნოთ მატყუარები. ნუ, მატყუარები ზედმეტად ნათქვამია, რადგან ყველა ვიტყუებით.
#1. ადამიანი, რომელიც გატყუებს, ვერ შემოგხედავს თვალებში.
#2. გატყუებს პერსონა, როდესაც ხელით ეხება საკუთარ სახეს, ყელს, პირს, ცხვირს ან კისერს.
#3. თუ პოკერის თამაშისას ადამიანს გაუზარდე ფსონი, მან კი შეძახილით გამოხატა, რომ ძალიან გაეხარდა და აღტაცების შემდეგ გაიღიმა, ანუ გატყუებთ, რადგან აღტაცება და ღიმილი ზუსტად ერთ დროს უნდა გამოეხატა.
#4. მატყუარა თავდაცვაზე გადავა, უდანაშაულო - თავდასხმაზე.
#5. როდესაც ბლეფზე მიდის შეიძლება თავი თქვენგან მიატრიალოს ან საერთოდაც მთლიანი ტანი მოგარიდოთ.
#6. პოკერის თამაშის დროს, მატყუარა ადამიანი თქვენს შორის მაგიდაზე დარჩენილ ადგილში გაუცნობიერებლად დაალაგებს იმ მომენტში გამოუყენებელ ნივთებს.
#7. როდესაც პოკერში დაძაბული მომენტია, ხშირად გვინახავს როგორ უსვამენ კითხვებს მოთამაშეები ერთმანეთს. თუ ფიქრობთ, რომ ბლეფობს და დაუსვით შეკითხვა, ის თქვენივე სიტყვებით, გრძლად გიპასუხებთ. მაგალითად: ‘“გიო, ახლა უეჭველი ბლეფობ ხო?” ბლეფერი გრძლად გიპასუხებს: “არა, არ ვბლეფობ”. მხოლოდ “არა” არ იქნება საკმარისი მატყუარასთვის.
#8. მატყუარა ადამიანი უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე სჩვევია. საუბრისას ამატებს არასაჭირო, უაზრო დეტალებს და დიალოგის დროს გაურბის სიჩუმეს და პაუზებს.
#9. მატყუარა ნელი, ნაზი ხმით უაზრო სიტყვებს იყენებს, არეული აქვს სინტაქსი და გრამატიკა.
ხშირად გვინახავს პოკერის დიდი მოთამაშეების დიალოგები, რაც ძალიან სახალისოა, მაგრამ დაკვირვება სჭირდება. დავაკვირდეთ ყველა სიტყვას და იქნებ დაგვეხმაროს ეს რჩევები პოკერის თამაშის დროს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ