სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

შეიარაღებულმა პირებმა არალეგალური კაზინო დააყაჩაღეს

შეიარაღებულმა პირებმა არალეგალური კაზინო დააყაჩაღეს

გუშინ არალეგალური კაზინო დააყაჩაღეს, წაღებულია 7,000 დოლარი და 43,000 დოლარის ნივთები.

 

შემთხვევა ნიუ იორკში, ქუინსში მოხდა. 

 

3 შეიარაღებული მამაკაცი, რომელთა ასაკი 23-დან 34 წლამდეა, შევარდა არალეგალური აზარტული თამაშების დაწესებულებაში. ყაჩაღებმა ხელ-ფეხი შეუკრეს შენობაში მყოფ მოთამაშეებს და წაართვეს ძვირადღირებული ნივთები, ტელეფონები, საათები.

 

გამოძიება ჩიხშია, რადგან მძარცველები კამერებმა ვერ დააფიქსირეს და არც არალეგალური კაზინოს პატრონები გასცემენ საჭირო ინფორმაციას. 

 

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ დაყაჩაღებულ შენობაში ფართის მფლობელები უკანონო ბიზნესით იყვნენ დაკავებულები და დაზარალებულებიც, სავარაუდოდ მალავენ ფაქტებს:

 

“ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ნიღბიანი და შეიარაღებული 3 ადამიანი შეიჭრა შენობაში, უმალვე გათოკეს ადგილზე მყოფები და სახით ძირს დააწვინეს რომლებსაც აღარაფერი დაუნახავთ”.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ