ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ერთი სპინით, ერთი სწორად გამოცნობილი ცფრით თუ ანგარიშით, საკუთარი და გარშემომყოფების ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო ისტორიაში 10 საუკეთესო მოგებას:
10. €17.8 მილიონი – ჯონ ჰეივუდი
2015 წლის ოქტომბერში, ბრიტანელმა ჯარისკაცმა, ჯონ ჰეივუდმა უდიდესი ჯეკპოტი მოიგო ონლაინ კაზინო Betway-ზე დარეგისტრირებიდან 25 წუთში. ეს იმ დროისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯეკპოტი იყო რაც კი ონლაინ სლოტ თამაშებში ვინმეს დაცემია.
9. €18.9 მილიონი – Anonymous
დღეისათვის ყველაზე დიდი ჯეკპოტი, რაც კი ონლაინ სლოტ თამაშში ჩამოვარდნილა, 2018 წლის 28 სექტემბერს დაეცა ადამიანს, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა. ის თამაშობდა Grand Mondial ონლაინ კაზინოზე და 75 ცენტიან სპინებს აკეთებდა MIcrogaming-ის ერთ-ერთ თამაშში როდესაც MEGA MOOLAH ჯეკპოტი დაეცა
8. $21.14 მილიონი – ელმერ შერვინი
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 94 წლის ელმერ შერვინს ლას ვეგასის ერთ ერთ კაზინოში ჯეკპოტი იმ დროს დაეცა, როდესაც სლოტის აპარატთან იჯდა და ერთი თამაშიდან მეორე თამაშზე გადართვას ცდილობდა.
7. $21.3 მილიონი – Anonymous
1999 წლის ივნისში, მამაკაცს ილინოისიდან (რომელმაც სახელი და გვარი არ გაამხილა), სლოტ აპარატზე Mega Bucks 21.3 მილიონი დლარის ოდენობის ჯეკპოტი დაეცა. ის 10$-იან სპინებს აკეთებდა თამაშში. აღსანიშნავია რომ ლას ვეგასის სტატისტიკით, Mega Bucks-სლოტზე ყველაზე ხშირად თამაშდება უდიდესი ჯეკპოტები.
6. $22.6 მილიონი – ჯოანა ჰეუნდი
ჯოანას წარმოდგენაც არ ქონდა რომ მილიონერი გახდებოდა, როდესაც სამსახურიდან ლანჩზე გამოსულმა კაზინო Bally’s-ში შეიარა და Mega Bucks სლოტზე 170 დოლარით დაიწყო თამაში. მას ჯეკპოტი პირველივე სპინზე დაეცა.
5. $27.6 მილიონი – ყოფილი სტიუარდესა
67 წლის ამერიკელმა ყოფილმა სტიუარდესამ, ერთი ღამით დარჩენა გადაწყვიტა Palace Station Hotel-ში და საღამოს სასტუმროს კაზინოშიც შეიარა. მას გადაწყვეტილი ქონდა სლოტები 100 დოლარით ეთამაშა, მაგრამ თავიდან სლოტები არ იძლეოდნენ და მანაც მესამე ასდოლარიანი ჩარიცხა აპარატზე, როდესაც მოულოდნელად 27.6 მილიონი დოლარის ოდენობის ჯეკპოტი დაეცა.
4. $34.95 მილიონი – სინტია ჯეი-ბრენანი
მისი ამბავი მართლა ზღაპარს გავს. სინტია თავისი დედინაცვლის დაბადების დღის წვეულებიდან ადრე წამოვიდა, გზად კაზინოში შეიარა და თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდა Mega Bucks სლოტზე ეთამაშა. ჯეკპოტი მას მეცხრე სპინზე დაეცა და სხვათა შორის, ეს არის ყველაზე დიდი ჯეკპოტი ისტორიაში, რომელიც ერთ ჯერზე - ერთ აპარატზე გათამაშდა.
3. $39.7 მილიონი – Anonymous
უნობი, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ერთ საღამოს კალათბურთის თამაშის საგულშემატკივროდ წავიდა და სანამ თამაში დაიწყებოდა Excalibur Casino-ში შეიარა. ის ერთ ერთ აპარატთან დაჯდა, 100 დოლარი ჩარიცხა და შუა თამაშისას იმ სექციაში სადაც იჯდა, ყველა მოთამაშეზე გათვლილი ჯეკპოტი ჩამოვარდა. ჩვენს გმირს ყველაზე მეტად გაუმართლა, რადგანაც იმ მომენტში, გამარჯვებულებთან შედარებით ყველაზე მაღალ ფსონზე თამაშობდა და თავის წილად 40 მილიონ დოლარზე ოდნავ ნაკლები შეხვდა.
2. $40 მილიონი – არჩი კარასი
არჩი, დღემდე მსოფლიოში ერთ ერთ უმსხვილეს პოკერის მოთამაშედ ითვლება. შეიძლება ეს ამბავი გამოგონილს ჰგავდეს, მაგრამ 1992 წელს, არჩიმ ლას ვეგასში 2 მილიონი დოლარი წააგო პოკერში და კაზინოდან გამოვიდა. მან გზაშივე მოახერხა და მეგობრისგან 10 ათასი დოლარი ისესხა და სათამაშოდ მიბრუნდა. იმ ღამეს 17 მილიონ დოლარზე ავიდა თამაშით - საერთო ჯამში კი, სანამ მაგიდიდად ადგებოდა, მისმა მოგებულმა თანხამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია. ისტორია ამით არ დამთავრებულა, სამი კვირის შემდეგ არჩი კაზინოში ისევ დაბრუნდა და 17 მილიონის წაგება მოახერხა ბაკარაში (bacarrat), შემდეგ წყობიდან გამოვიდა, დილერზე საჩხუბრად გაიწია და მას შემდეგ მას ვეგასის არცერთ კაზინოში აღარ უშვებენ - არჩი უკვე მრავალი წელია შავი სიის სათავეშია.
1. $590.5 მილიონი – გლორია მაკენზი
2013 წლის მაისში, ამერიკულ პატარა ქალაქში მცხოვრებმა 84 წლის გლორია მაკენზმ საკუთარი ქალაქის ბიუჯეტზე 5-ჯერ მეტი თანხა მოიგო ლატარიაში და გახდა ადამიანი რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა მოიგო ერთიანად.
რატომ ვწერე ამდენი? პასუხი მარტივია - არაა ჩემო მეგობრებო საჭირო რომ ყოველდღე ითამაშოთ იმისათვის რომ ერთ დღესაც ბედმა გაგიღიმოთ და თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს. არასოდეს ითამაშოთ თანხის მოსაგებად - გაერთეთ და თუ სამყაროს უნდა, აუცილებლად მოიგებთ უდიდეს თანხებს.
იღბალს გისურვებთ.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ