დღესაც ძალიან ბევრი თამაშია უეფას ერთა ლიგაზე და შევეცდებით პოზიციების გამოცნობას.
ჩვენი ჯგუფის ლიდერი ჩრდ. მაკედონია სომხეთთან გასვლაზე ითამაშებს, მაგრამ მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში გაიმართება.
სომხები მოგების შემთხვევაში B ლიგაში გადაინაცვლებენ, ჩვენს მეზობლებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. ფრეზე მაკედონია აღზევდება, მოკლედ დიდი ბრძოლა უნდა იყოს წესით და ჯარიმებს ვფიქრობთ.
სომხეთის ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს და ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ მოგება მათ დარჩეთ. აი ევროპაზე გასული მაკედონიელები კი კარგ ხასიათზე არიან, თავიანთ ქვეყანას ძალიან დიდი საჩუქარი გაუკეთეს და შეეცდებიან ზეიმი B ლიგაში ასვლით დააგვირგვინონ. რატომაც არა?!
ამ მატჩზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, თორემ ვიცით ბოლოს სად მივალთ და რა ხასიათზეც დავდგებით.
სომხეთი - ჩრდ. მაკედონია
ჯარიმების რაოდენობა 27.5 - მეტი (1.40)
შემდეგი პოზიცია ბელგია-დანიადან გვაქვს. ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ, რადგან დანიელები მოგების შემთხვევაში გადიან ფლეიოფში, რაც დიდი სენსაცია იქნება.
ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ დაინელებს, არ აქვს ერთ თამაშს მნიშვნელობა სახლშია თუ გასვლაზე, მითუმეტეს მაშინ, როცა გულშემატკივარი არ არის სტადიონზე, აუცილებლად იბრძოლებენ ბელგიაში მოსაგებად.
ჩვენდა გასაკვირად დანიის ერთ გოლს 1.60 აქვს და ჩვენი აზრით, ასაღებია. ბელგიას ფრეც აწყობს და სტარტზე დიდად არ მოიკლავს შეტევაში თავს. იმას არ ვამბობთ, რომ დანიას ბურთს დაუთმობს, პირიქით ფრთხილად ითამაშებს და შეეცდება ნაკლები კონტრშეტევა გაუშვას.
ვაღიაროთ, რომ ბელგიის ნაკრები ის გუნდი აღარაა, რაც 2018 წლის მუნდიალზე იყო. ბოლოს და ბოლოს ედენ აზარი არ ჰყავთ, რაღაზეა საუბარი.
ბელგია - დანია
მეორე გუნდის გოლები 0.5 - მეტი (1.60)
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მატჩი გვაქვს, უელსი-ფინეთი.
აქაც ძალიან დაძაბულია სიტუაცია, ორივე ნაკრებისთვის უდიდესი წარმატება იქნება A დივიზიონში თამაში და წესით უნდა იბრძოლონ.
ამ ნაკრებების დონე დაახლოებით თანაბარია, თუმცა ჩვენი გემოვნება ფინელებისკენ უფრო იხრება. უელსმა ამ ჯგუფში საშინელი ფეხბურთი ითამაშა, 5 თამაშში 5 მომენტი შექმნა და 4 გოლი გაიტანა.
ვფიქრობთ, რომ ბარათები წამოვა. მსაჯი ხესუს გილ მანზანოა და წესით უნდა ამოიღოს 5 ბარათი მაინც ესპანელმა მსაჯმა, რომელიც ლა ლიგაში სინანულის გარეშე აფრიალებს ყვითლებს.
უელსი - ფინეთი
ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.85)
ბოლო პოზიცია ჩვენი ნაკრების თამაშიდან გვაქვს და ვფიქრობთ, რომ საქართველო ესტონეთს მოუგებს. შეიძლება 100 პროცენტით ვერ ფიქრობთ, მაგრამ დიდი სურვილი გვაქვს და გვინდა რომ ჩვენმა ბიჭებმა ბოლო მატჩი მაინც მოიგონ.
ერთი კვირის წინ ისტორიული მატჩი წავაგეთ თბილისში მაკედონიასთან, შემდეგ, ორ დღეში მოჰყვა მარცხი პრინციპულ მეტოქესთან, სომხეთთან, ასევე დინამოზე. ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩვენი ნაკრები.
ერთ რამ გვინდა ვთქვათ, თუ ახლა არ დავუდექით ჩვენს ფეხბურთელებს გვერდში ვერასდროს ვისწავლით გულშემატკივრობას და შესაბამისად ვერასდროს გავხდებით მეთორმეტე მოთამაშე და არასდროს გვექნება უპირატესობა საშინაო მატჩებში.
ახალი თაობა მოგვდის ხალხო, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია. 21 წლამდე ნაკრებს გადახედეთ ერთი. ახალგაზრდული ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა აი ამ ჯგუფში.
ფეხბურთის გულშემატკივრებმა კარგად ვიცით, რასაც ნიშნავს 21 წლამდელების მაღალ დონეზე თამაში, რომლებსაც საფრანგეთში წააგებინეს თამაში და კიდევ იყო მსაჯების ბევრი შეცდომა ჩვენს საწინააღდმეგოდ სხვადასხვა მატჩებში. აი ეს თაობა შეუერთდება ხვიჩას, ჩაკვეს და სხვებს კიდევ და დარწმუნებულები ვართ, რომ სულ მალე მივაღწევთ წარმატებას.
ახლა ვინც სახალხოდ იგინებით და ილანძღებით მერე აღარ დაგვჭირდება თქვენი გვერდში დგომა, თუმცა ეგეთ ხალხს არაფერი გამოასწორებს და ასეთი ხალხი არც იყავით შესაშვები სტადიონზე.
მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ გულშემატკივრობა. ჩვენ მაგალითად დავინახეთ იმ ორ თამაშში ბრძოლა და ჯიგრის დადება, მაგრამ მარტო ეგ არ ყოფილა თურმე წარმატების მომტანი, მაღალი დონის მწვრთნელიც საჭიროა და ფეხბურთელებიც, რაც იმედია უახლოეს მომავალში გვეყოლება.
ვუგულშემატკივროთ ბოლომდე ჩვენს ნაკრებს!
საქართველო - ესტონეთი
ძირითადი შედეგი - 1 (1.65)
დღეისთვის სულ ეს იყო, იმედია გამწვანდება ჩვენი პროგნოზი, გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ