სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

4.55 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

4.55 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

დღეს ჩემპიონთა ლიგაა და ბევრი კარგი თამაშია, გადამწყვეტი. ჩვენც შევეცდებით გამოვიცნოთ პოზიციები.

 

დავიწყოთ გლადბახი-ინტერით. მილანელებს 4 ტურის შემდეგ გამარჯვება არ აქვთ, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ჯგუფიდან გასვლის შანსებს. 

 

ინტერმა დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს, თუმცა არ ვრისკავთ ორიანს და მარტივად მეტ გოლს ვამჯობინებთ. 

 

იტალიელები აუცილებლად შეუტევენ და შეეცდებიან გატანას, თავის მხრივ გლადბახიც წავა გოლზე და ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს, ამ მატჩში 2.5 გოლზე მეტი უნდა გავიდეს. 

 

გლადბახი - ინტერი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)


 

შემდეგი პოზიცია ატლეტიკო-ბაიერნიდან გვაქვს. ერთი შეხედვით მარტივ ჯგუფში მოხვდნენ მადრიდელები და მიუნხენელები, თუმცა ატლეტიკომ მაინც გაირთულა სიტუაცია და დღეს მინიმუმ ფრე მაინც სჭირდება.

 

აი ბაიერნმა კი უკვე გადაწყვიტა თავისთვის ყველაფერი და ბოლო ორ ტურში რომც დამარცხდნენ მაინც პირველი ადგილით გავლენ ფლეიოფში.

 

ამიტომაც ასვენებს ფლიკი ნახევარ გუნდს. ატლეტიკოსთან არ იქნება: დევისი, გორეცკა, კიმიხი, ლევანდოვსკი, ნოიერი და ტოლისო. 

 

მართალია მადრიდელებს კოშტა და სუარესი აკლიათ, თუმცა მათ მეტი გზა არ აქვთ, მინიმუმ ფრე მაინც უნდა ითამაშონ, სხვა შემთხვევაში დიდი ალბათობა იქნება იმისა, რომ ჩარჩნენ ჯგუფში. 

 

სიმართლე გითხრათ, პირდაპირ ერთიანი გვგონია, მაგრამ ატლეტიკოს არ წაგებას ვიღებთ.

 

ატლეტიკო - ბაიერნი

 

ორმაგი შედეგი - 1X (1.30)


 

მარსელი-ოლიმპიაკოსში ბარათებს ვფიქრობთ. ფრანგებს 4 მატჩში გოლი არ აქვთ გატანილი და ძალიან ცუდ ფეხბურთს აჩვენებს ანდრე ვილაშ ბოაშის გუნდი. 

 

იმედია დღეს მაინც შეძლებენ 1 ბურთის გატანას ოლიმპიაკოსთან, მაგრამ ამ მატჩშიც გაუჭირდებათ. 

 

თუმცა უნდა იბრძოლონ, რადგან ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის. მოგების შემთხვევაში ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დარჩება მარსელი. 

 

არც ოლიმპიაკოსი ბრდღვნის ამ ჯგუფში. ბერძნებმა 4 მატჩში 1 გოლი გაიტანეს, ისიც ფრანგებთან, რომელიც 1-0 მოიგეს და სავარაუდოდ დღეს უხეში თამაში უნდა იყოს.

 

ამიტომაც ვფიქრობთ ბარათებს. 

 

მარსელი-ოლიმპიაკოსს ხესუს მანსანო განსჯის. ესპანელ მსაჯს კი უყვარს ყვითლები და ვფიქრობთ, რომ დღეს 5-ს მაინც ამოიღებს. 

 

მარსელი - ოლიმპიაკოსი

 

ბარათების რაოდენობა 4.5 - მეტი (1.60)


 

ბოლო პოზიცია ლივერპული-აიაქსიდან გვაქვს. ვიქნებით ბანალურები და მარტივები და ვიტყვით, რომ მეტ გოლს ვფიქრობთ და დავწერთ კიდეც.

 

ორივე გუნდი რომ შემტევია ამის ახსნა ალბათ არავის სჭირდება. უბრალოდ აქ სხვა უცნაური მომენტია.

 

ლივერპულის მოგებას, ჩვენთვის მოულოდნელად მაღალი კოეფიციენტი მისცეს, 1.78. დაახლოებით იგივე კოეფიციენტია, რაც ჰქონდათ პრემიერლიგაში, ბოლო ტურში ბრაიტონთან და ინგლისურმა გრანდმა სასწაულებრივად ვერ მოიგო ის მატჩი. 

 

VAR-მა ორი გოლი გაუუქმა და ორჯერ დანიშნეს პენალტი ლივერპულის კარში. გასაგებია, რომ ოთხივე შემთხვევაში ფეხბურთის წესების თანახმად მსაჯი მართალი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ VAR-ის ეპოქაში თუ მოხდებოდა. 

 

გასაგებია, რომ დანაკლისი აქვს ლივერპულს, თუმცა მწყობრში იყო სალაჰიც, მანეც, ფირმინოც, ჟოტაც, რატომ ვერ უნდა მოეგო ბრაიტონისთვის?! მაღალი კოეფიციენტი რომ დავინახეთ ზუსტად მაგიტომ შევშინდით და ზუსტად მაგიტომ არ დავდეთ ლივერპულის ორიანი ბრაიტონთან.

 

დღესაც დაახლოებით იგივე სიტუაციაა აიაქსთან მატჩის წინ. ნუ, ნიდერლანდური გრანდი რომ ბევრად აღემატება ბრაიტონს ეს ყველამ კარგად ვიცით. საქმე იმაშია, რომ ლივერპულს ფრეც ყოფნის და ჩვენი აზრით, ჯობია, რომ მარტივად მეტი გოლი დავწეროთ. 

 

ლივერპული - აიაქსი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.41)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პოზიციები და გავამწვანებთ ბილეთს, გისურვებთ წარმატებებს! 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ