სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.60 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

5.60 კოეფიციენტი სამშაბათის მატჩებზე

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურია. მართალია თითქმის გადაწყვეტილია თუ რომელი გუნდები ითამაშებენ ფლეიოფში, მაგრამ გვაქვს ორი მატჩი, რომლებიც ძალიან დაძაბული იქნება: ლაციო-ბრიუგე, ლაიფციგი-მანჩესტერ იუნაიტედი.

 

დავიწყოთ ლაიფციგი-მანჩესტერით. ვფიქრობთ, რომ იუნაიტედი უნდა გავიდეს ამ ჯგუფიდან. წინა ტურში ინგლისელებმა ძალიან კარგად ითამაშეს პარიზულ გუნდთან, უბრალოდ არ გაუმართლათ არაფერში. ვერ გამიყენეს 100 პროცენტიანი შანსები, მსაჯს პსჟ-ს მეორე გოლი მაინც უნდა გადაეხედა, მოკლედ წითელმა ეშმაკებმა თავიანთ თავებს უნდა დააბრალონ ეს წაგებაც და თურქეთში მარცხიც. 

 

მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე ლაიფციგს 5-0 მოუგო და ვფიქრობთ, რომ გერმანიაში ფრე აუცილებლად უნდა ითამაშონ. ინგლისის ჩემპიონატში იუნაიტედმა ზედიზედ 4 თამაშში გაიმარჯვა, აქედან 3 მატჩი გასვლაზე მოიგეს. ფაქტია, კარგ ფორმაშია გუნდი და ძალიან დასანანი იქნება ჯგუფში ჩარჩენა. მითუმეტეს ისე დაიწყეს ჯგუფური ეტაპი, რომ თავიდან წარმოუდგენელიც კი იყო წითელი ეშმაკების ფლეიოფის მიღმა დარჩენა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დღეს ფრეს მაინც ითამაშებენ.

 

ლაიფციგი - მანჩესტერ იუნაიტედი 

 

ორმაგი შედეგი - x2 (1.55)


 

შემდეგი პოზიცია ბარსა-იუვედან გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ორივე გაიტანს. მესი და რონალდო კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და შესაძლოა, რომ ეს მათი ბოლო შეხვედრა იყოს. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ გუნდები გაიტანენ გოლებს. 

 

ეს მატჩი არაფერს ნიშნავს. ჯგუფში პირველი ადგილიც თითქმის გადაწყვეტილია, რადგან ბარსამ ტურინში 0-2 მოიგო. დღეს იუვემ 1-3, 2-4 ან მსგავსი ანგარიშით უნდა მოიგოს, რომ ფლეიოფში პირველი ადგილით გავიდეს, რაც ძალიან ძნელი იქნება.

 

ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შესაძლო უკანასკნელ დაპირისპირებაში მესი და რონალდო გაიტანენ გოლებს და ამ მატჩს კლასიკად დატოვებენ.

 

ბარსელონა - იუვენტუსი

 

ორივე გაიტანს - კი (1.46)


 

ბოლო ორი პოზიცია ლაციო-ბრიუგედან გვაქვს. გვგონია, რომ 3 გოლი მაინც გავა და ჯარიმებიც წამოვა.

 

მეტ გოლს იმიტომ ვფიქრობთ, რომ არცერთმა გუნდმა იცის დაცვაში თამაში. ბრიუგეს შესატევი აქვს. თუ ბელგიელები რომში მოიგებენ გადიან ფლეიოფში. რა აქვთ დასაკარგი?! ბრიუგე წნეხის გარეშე ითამაშებს, არავინ გააკრიტიკებს თუ ამ ჯგუფში ჩარჩება და სავარაუდოდ შეუტევენ და ითამაშებენ გოლზე.

 

ლაციომ თუ გაუშვა, რაც არაა ძნელი წარმოსადგენი, შესატევად და გასატანად ექნება საქმე, ამიტომ ლოგიკური იქნება მეტი გოლი ამ მატჩში.

 

პლიუს, 24 ჯარიმას ვფიქრობთ. მსაჯი თურქი ჩაქირია და ამ დაძაბულ მატჩში სავარაუდოდ ბევრჯერ გააჩერებს თამაშს წესების დარღვევის გამო. ყვითლებს ვერიდებით, რადგან ჩაქირმა შეიძლება 30 ჯარიმა დადოს და 2 ყვითლი ბარათი ამოიღოს. ძალიან უცნაური არბიტრია. 

 

ზოგჯერ თავის გაგიჟებაც უყვარს და შეუძლია 10 ბარათის ამოღება, მაგრამ 24 ჯარიმა ლიგის გადამწყვეტ თამაშში საკმაოდ დაბალი ტოტალია და ამიტომ ვამჯობინებთ ჯარიმებს.

 

ლაციო - ბრიუგე

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.65)

 

ჯარიმების რაოდენობა 23.5 - მეტი (1.50)


 

დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი. გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ