სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მარა გომესი - პირველი ტრანსგენდერი ქალი პროფესიონალურ ფეხბურთში

მარა გომესი - პირველი ტრანსგენდერი ქალი პროფესიონალურ ფეხბურთში

არგენტინული ლანუსის თავდამსხმელი, მარა გომესი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელიც ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ითამაშებს. 

 

23 წლის გომესმა რამდენიმე დღის წინ მიიღო ნებართვა და უფლება არგენტინის ფეხბურთის ფედერაციისგან, რომ ეთამაშა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში, მაგრამ დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. მარას ლანუსმა 7-1 წააგო ვილა სან კარლოსთან პრიმერა A-ში.

 

მარა გომესი: “უდიდეს მადლობას ვუხდი არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს გულშემატკივრებს, რომლებმაც ინსტაგრამზე მომილოცეს წარმატება. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის ეს ყველაფერი სასწაულია. იმედი მაქვს, საერთაშორისო დონეზეც მომიწევს ფეხბურთის თამაში”. 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ