სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვინ გახდება პრემიერლიგის გამარჯვებული 20/21 სეზონში - კოეფიციენტები

ვინ გახდება პრემიერლიგის გამარჯვებული 20/21 სეზონში - კოეფიციენტები

წლევანდელი სეზონი ევროპის შიდა ჩემპიონატებში მართლაცა რომ გამორჩეულია. გერმანიაში ბაიერნმა ვერ გაინაღდა პირველ წრეში ჩემპიონობა, იტალიაში მილანია ლიდერი, ესპანეთში რეალი-ბარსა ისეთ ფორმაში ვერაა და ისეთ ფეხბურთს ვერ გვაჩვენებენ როგორსაც მიგვაჩვიეს, საფრანგეთშიც კი პრობლემები აქვს პარიზულ გუნდს და მესამე ადგილზეა. 

 

ინგლისის პრემიერლიგაში ერთბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. გუშინ მანჩესტერ იუნაიტედმა სახლში 6-2 გაანადგურა ლიდსი და ამ გამარჯვებით განაცხადა რომ პირველი ადგილის პრეტენზია აქვს. 

 

ასეთი სეზონი მართლაც კაი ხანია არ ყოფილა. შარშან ლივერპულმა უაზრო გახადა ყველაფერი. შარშანწინ მხოლოდ ორი გუნდი, სიტი და ლივერპული იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. 

 

2017/18 წლებში გუარდიოლას სიტიმ ჩაატარა 100 ქულიანი სეზონი და მეორე ადგილზე გასულ თანაქალაქელ იუნაიტედს 19 ქულით მოუგო. 

 

2016/17 წლის სეზონში კონტეს ჩელსის რეალური მეტოქე არ ჰყოლია. გუარდიოლას სიტი ცუდ ფორმაში იყო, კლოპს ახალი დაწყებული ჰქონდა ლივერპულის შენება, ხოლო ჟოზეს იუნაიტედმა 38 თამაშიდან მხოლოდ 18 მოიგო და 15 ფრედ დაამთავრა.

 

2015/16-ში ლესტერი გახდა ჩემპიონი. ზოგადად ყველა ინგლისური გუნდი ცუდი იყო. 

 

2014/15 წლების სეზონში ჯოსე მოურინიოს ჩელსიმ ერთი ამოსუნთქვით მოიგო ჩემპიონატი. ისე, რომ უკან არც მოუხედავს.

 

2013/14 წლებში რეალურად სიტი და ლივერპული იბრძოდნენ ჩემპიონობისთვის. შეიძლება ნახოთ საბოლოო ცხრილი, სადაც ჩელსი მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონ სიტის მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ რეალობას არ ასახავს. 

 

2012/13 წლებში ფერგის ბოლო სეზონი და ბოლო ჩემპიონობა იყო და იმის იქით ჯობია თუ აღარ წავალთ. 

 

წელს მართლაც გამორჩეული სეზონი გვაქვს, დეკემბრის მონაცემებით ჩემპიონობისთვის იბრძვის ლივერპული, ლესტერი, მანჩესტერი, ტოტენჰემი, სიტი და ჩელსი. 

 

ვინ გახდება 20/21 პრემიერლიგის გამარჯვებული - კუშები:

 

  • ლივერპული - 1.83
  • მანჩესტერ სიტი - 3.25
  • მანჩესტერ იუნაიტედი - 9.0
  • ჩელსი - 12.0
  • ტოტენჰემი - 17.0
  • ლესტერი - 23.0
  • ევერტონი - 67.0
  • საუთჰემპტონი - 101.0
  • არსენალი - 251.0

 

თქვენი აზრით, ვინ გახდება ინგლისის ჩემპიონი?

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ