სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

2 მილიონის გამარჯვებულმა რიცხვები საშობაო ფილმიდან გადაიწერა

2 მილიონის გამარჯვებულმა რიცხვები საშობაო ფილმიდან გადაიწერა

კენტაკის შტატის აზარტული თამაშების კომისიამ განაცხადა, რომ 26 დეკემბერს პენსიონერმა მამაკაცმა 2 მილიონი დოლარი მოიგო. 

 

გამარჯვებულმა ზუსტად გაარტყა 5 რიცხვი: 10-24-27-35-53. მეექვსე რიცხვიც რომ გამოეცნო, 2 მილიონის მაგივრად 341 მილიონ დოლარს მოხსნიდა კენტაკელი:

 

“როდესაც აზარტული კომპანიისგან ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, კინაღამ გულის შეტევა მივიღე. მოხუცი, ასაკიანი კაცი ვარ, ასე გახარება ერთბაშად არ შეიძლება. დარჩენილ დღეებს ოჯახთან ერთად მოგზაურობაში გავატარებ”.

 

გადასახადების დაქვითვის შემდეგ პენსიონერს 1,400,000 დოლარი შეხვდება. ხოლო მაღაზიის გამყიდველს, რომელმაც გამარჯვებულს ბილეთი მიჰყიდა, კომპანია 20,000 დოლარს აჩუქებს. 

 

გამარჯვებული ლუისვილიდან 140 კილომეტრში ცხოვრობს. მოხუცი იხსენებს რომ ერთხელ ბავშვობაში უყურა ფილმს, სადაც ერთ-ერთი გმირი იგებს დიდ თახნას აზარტულ თამაშებში ზუსტად იმ რიცხვებით, რომლებიც თვითონ ჰქონდა გამოყენებული:

 

“ბავშვობაში კანადური, ძველი ფილმი ვნახე და მას შემდეგ ყოველ გათამაშებაში ზუსტად იმ იღბლიან რიცხვებს ვიყენებ, რითაც კინოს გმირმა მოიგო და დღეს მეც გამიმართლა”.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ