სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ბებიებმა მოხუცთა თავშესაფარში ბინგოს არალეგალური სათამაშო სივრცე გახსნეს

ბებიებმა მოხუცთა თავშესაფარში ბინგოს არალეგალური სათამაშო სივრცე გახსნეს

პენსიონერებმა გართობის მიზნით მოხუცთა თავშესაფარში ბინგოს ფულზე თამაში დაიწყეს. რა თქმა უნდა, ბებიები დაბალ თანხაზე, 1 ფუნტიანებს თამაშობდნენ, მაგრამ რას ვიზამთ, მალევე გავრცელდა ამბავი და ბრიტანეთის აზარტული თამაშების კომისიამ მოხუცები დააჯარიმა.

 

სამწუხაროა, მაგრამ სასჯელი შეიძლება მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლოს და 51 კვირიანი ციხითაც დასრულდეს. 

 

თამაშის წამომწყები 61 წლის ლორიტა ფრაიერსი, რომელიც უკვე 12 წელია თავშესაფარში ცხოვრობს ამბობს, რომ ისინი არც ალკოჰოლს სვამენ და არც ორგიებს აწყობენ, უბრალოდ ბინგოს თამაშობენ 1 ფუნტზე და უკვირს ასეთი მკაცრი სასჯელი.

 

76 წლის მორინ პრაისი: “სასაცილოა, გვითხრეს რომ კანონი დავარღვიეთ და უნდა დავისაჯოთ. ზოგ ადამიანს სიარული არ შეუძლია რომ გარეთ გავიდეს და ოფიციალურად ითამაშოს, ჩვენ კი შევქმენით სივრცე, სადაც ყველას შეეძლება გართობა”.

 

მოხუცთა თავშესაფარში ყოველ კვირას დაახლოებით 20 ადამიანი იკრიბება და ბინგოს თამაშობს ფულზე, მაგრამ ამ თანხის გამო მართლაც რომ სისულელა მკაცრი სასჯელი.

 

ჰარი ტელორის შვილი სარკაზმით ამბობს, რომ კი, დიახ! ნამდვილად კრიმინალები არიან და ერთმანეთს აყაჩაღებენ! 

 

 

პენსიონერებმა საბოლოოდ გაასაჩივრეს განაჩენი და ცდილობენ ლიცენზიის მოპოვებას. იმედია მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება. 

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ