დღეს რამდენიმე კარგი თამაში ამოვარჩიეთ და გვსურს რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ. დავიწყოთ ცენტრალური მატჩით.
მადრიდის ატლეტიკო სევილიას უმასპინძლებს და გვგონია რომ ბარათები წამოვა. ატლეტიკო წელს მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძვის. ძალიან კარგი სეზონია მადრიდელებისთვის, რადგან რეალი და ბარსა ცუდ ფორმაში არიან და სიმეონეს გუნდი მხოლოდ ლა ლიგის მოგებაზე ფიქრობს.
თავის მხრივ სევილიასაც სჭირდება ქულები ოთხეულში შესასვლელად. წელს სევილიელებისთვის ადვილი არ იქნება მეოთხე ადგილზე გასვლა, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვილიარეალი და რეალ სოსიედადიც იბრძვის.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძალიან დაძაბული მატჩი გამოვა და ბარათებსაც ვიხილავთ. თამაშში ვფიქრობთ ორივე გუნდის გოლსაც, მაგრამ თავს ვიკავებთ და მხოლოთ ყვითლებს ვჯერდებით.
მსაჯი ხავიერ ფერნანდესია, რომელიც წელს სიმართლე ვთქვათ ცოტა ყვითელს იღებს. ამ სეზონში საშუალოდ 3.64 ყვითელს. მისთვის უცნაური ციფრებია, რადგან ფერნანდეს ძალიან უყვარდა ბარათების დარიგება. ზოგადად ლა ლიგაში 229 მატჩი აქვს ნამსაჯი და საშუალოდ 5.43 ყვითელი ამოღებული.
კარიერაში კი ატლეტიკოს მატჩებში 32-ჯერ იყო მთავარი არბიტრი და მადრიდელი ფეხბურთელები საშუალოდ 2.31-ჯერ გააფრთხილა, ხოლო მათი მეტოქეები - 2.47-ჯერ.
სევილიას თამაშები კი 27-ჯერ იმსაჯა და სევილიას ფეხბურთელები საშუალოდ 2.93-ჯერ გააფრთხილა. ხოლო მათი მეტოქეები - 3.22-ჯერ.
ზემოთ აღნიშნული ციფრები და დღევანდელი მატჩის ინტრიგა თამამად გვაძლევს იმის საშუალებას რომ 6 ყვითელი დავწეროთ.
ატლეტიკო - სევილია
ბარათების რაოდენობა 5.5 - მეტი (1.75)
გადავინაცვლოთ ინგლისში, სადაც ბარნლი მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლებს. ოლეს გუნდს აუცილებლად სჭირდება მოგება, რათა ცხრილში პირველი ადგილი დაიკავოს.
მანჩესტერს მართლაც რომ ძალიან კარგი შანსი აქვს, რადგან ბარნლიში გასვლაზე ზედიზედ 4 თამაში აქვს მოგებული და სავარაუდოდ არც დღეს გაუჭირდება გამარჯვება.
მითუმეტეს, იუნაიტედმა ლიგის თასის ნახევარფინალში სიტისთან წააგო სახლში. შემდეგ გუნდმა დაისვენა და ფეხბურთელები აუცილებლად მოსაგებად გავლენ.
შემდეგ ტურში მანჩესტერი ენფილდზე ჩადის სათამაშოდ და მათთვის ფსიქოლოგიურად კარგი მომენტი იქნება თუ ლიდერის სტატუსით გავლენ ლივერპულთან.
ბარნლი - მანჩესტერ იუნაიტედი
ძირითადი შედეგი - 2 (1.49)
ბოლო პოზიცია ასევე ინგლისიდან გვაქვს. შეფილდი ნიუკასლს უმასპინძლებს. ყველამ კარგად ვიცით შეფილდის მდგომარეობა. გუნდი საშინელ დღეშია და სასწაულიღა თუ უშველის კრის უაილდერის გუნდს, რომელიც ჩემპიონშიპის კანდიდატია.
თუმცა გვინახავს გუნდები, რომლებმაც სეზონის მეორე ნახევარში ამოქაჩეს და დარჩნენ კიდეც პრემიერლიგაში, თან ისიც გასათვალისწინებელია რომ ნიუკასლიც საშინელ ფეხბურთს თამაშობს.
ვფიქრობთ რომ შეფილდი მინიმუმ არ წააგებს, მაგრამ ასეთ გუნდზე ფულის დადებას არავის გირჩევთ. გვგონია, რომ საშინელი თამაში იქნება, ბურთს ვერცერთი გუნდი გააკონტროლებს წესივრად და ხშირი იქნება ტექნიკური წუნი. ამიტომ მარტივად აუტებს ვფიქრობთ.
ბოლო ორ ურთიერთშეხვედრაში 41 და 51 აუტი ჩამოაწოდეს გუნდებმა და სავარაუდოდ დღესაც წამოვა 40.
შეფილდი - ნიუკასლი
აუტები 39.5 - მეტი (1.65)
დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი და გამწვანდება ბილეთი. გისურვებთ წარმატებებს!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ