სტრიმერები
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი ამბობს რომ ფერგიუსონი თამაშებზე დადებას ავალებდა

მანჩესტერის ყოფილი ფეხბურთელი ამბობს რომ ფერგიუსონი თამაშებზე დადებას ავალებდა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჩრდილო ირლანდიელმა კიტ გილესპიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გაიხსენა, რომ ფერგიუსონი თამაშებზე დადებას ავალებდა, სთხოვდა.

 

გილესპი

 

“ფერგისაც უყვარდა თამაშების გამოცნობა და ყოველ პარასკევს ვსხდებოდით მაგიდასთან და ვარჩევდით მატჩებს. მეც მსურდა ჩემი ლოგიკის სიძლიერის დამტკიცება ლეგენდარული მწვრთნელისთვის და ყოველთვის ვეხმარებოდი ბოსს”

 

“გარჩეულ მატჩებს ბილეთებში ვწერდით და შემდეგ სერ ალექსი მთხოვდა რომ მე დამედო. ბუნებრივია ვუსრულებდი თხოვნას. იმ დროს სპორტზე თამაში არ იყო ასე ტაბუ დადებული როგორც დღესაა”.

 

სერ ალექს ფერგიუსონმა კიტ გილესპი 1993 წელს მოიყვანა გუნდში. ჩრდილო ირლანდიელმა კლუბში 2 წელი დაჰყო, რა პერიოდშიც მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. 1995 წელს გილესპიმ კარიერა ნიუკასლში გააგრძელა.

 

გილესპი:

 

“მხოლოდ ფულის მოგებაზე არ იყო საქმე. ძალიან მიხაროდა როდესაც ბილეთს ვიგებდით”.

 

“ფერგიუსონი ფეხბურთელებს აშინებდა, ოღონდ კარგი გაგებით. მან იცოდა თუ რამდენი და-ძმა გვყავდა, ჩვენი დედ-მამის სახელები, ვინ რომელი სკოლა დავამთავრეთ, მოკლედ ჩვენზე ყველაფერი იცოდა და ჩვენი მართვაც არ უჭირდა გენიალურ სერ ალექსს”.

 

1992 წელს, კიტ გილესპიმ იუნაიტედთან ერთად ახალგაზრდული თასი მოიგო და შემდგომ დაწინაურდა ფერგის მთავარ გუნდში.

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ