25 წლის პროფესიონალმა გეიმერმა, ტომას პაპარატომ, რომელსაც მოთამაშეები იცნობენ როგორც ZooMaa-ს, ცერა თითის ტრავმა მიიღო და კარიერა დაასრულა.
ტომასმა Twitter-ზე განაცხადა:
“ეს ყველაზე რთული გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე რთულად დასატვიტია. სამწუხაროდ, Call of Duty-ს პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ვითამაშებ”.
პაპარატო პენსიაში გასვლამდე New York Subliners-ში თამაშობდა. 8 წლიან კარიერაში 87 ჩემპიონატი ითამაშა და 387,019 დოლარი გამოიმუშავა.
2018 წლის აპრილში, ტომასმა კარიერაში ყველაზე დიდი პრიზი 53,125 დოლარი აიღო ერთი ტურნირიდან, Call of Duty: World War II-ის შეჯიბრზე.
ZooMaa:
“ძალიან მწყდება გული რომ ჩემ საყვარელ საქმეს უნდა ჩამოვშორდე. 8 წლის მანძილზე გეიმერობაში სული და გული მაქვს ჩადებული”.
ამერიკელი მოთამაშე დიდი ხანი ებრძოდა ცერა თითის ტრავმას, რომელიც რამდენიმე წლის წინ FaZe-ს კლანში თამაშის დროს მიიღო. ოპერაციის ჩატარების შემდეგ კი ისეთი ეფექტური ვეღარ იყო და ამიტომაც დაასრულა კარიერა.
პროფესიონალი გეიმერები დღეში 10 საათს მაინც ვარჯიშობენ, რაც ფიზიკურად და მენტალურად დიდ დატვირთვას მოითხოვს.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ