Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

5.37 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

5.37 კოეფიციენტი ოთხშაბათის მატჩებზე

დღეს ბევრი თამაშია, თუმცა ჩვენ მხოლოდ პრემიერლიგიდან ავარჩიეთ ოთხი პოზიცია. დავიწყოთ ცენტრალური მატჩიდან.

 

ევერტონი ლესტერს უმასპინძლებს. ლივერპულელები ოთხეულისთვის იბრძვიან, მელიები - ჩემპიონობისთვის.

 

ძალიან დაძაბული თამაში გვექნება, დაახლოებით თანაბარი ძალის გუნდები არიან, თუმცა ლესტერი ცოტათი მაინც ჯობია ევერტონს, მაგრამ გვახსოვს ალბათ წინა ტურში გასვლა მოიგო ლივერპულურმა გუნდმა კინგ პაუერზე.

 

დღეს ვფიქრობთ რომ ცენტრში გადამწყვეტ უპირატესობას ვერცერთი გუნდი მოიპოვებს, იქნება უშეღავათო ბრძოლა, პრესინგი და ბევრი აუტი წამოვა. ტოტალი დაბალი აქვს, წინა ექვსივე ურთიერთშეხვედრაში გაცილებით მეტი აუტი დაჯდა და ვფიქრობთ რომ დღესაც ჩააწოდებენ გუნდები 39-ჯერ.

 

ასევე გვგონია რომ კუთხურებიც წამოვა, ორივე კლუბს უყვარს სტანდარტულები და ჩვენც 9-ს დავჯერდებით.

 

ევერტონი - ლესტერი

 

კუთხურების რაოდენობა 8.5 - მეტი (1.50)

 

აუტების რაოდენობა 38.5 - მეტი (1.65)


 

შემდეგი პოზიცია ჩელსი-ვულვზიდან გვაქვს და ჯარიმებს ვფიქრობთ. მსაჯი ენდი მედლია და ბარათებს ვერ ვრისკავთ, რადგან საშუალოდ მატჩში 2.86-ს იღებს. აი, ჯარიმები ბევრია. მედლი მატჩს საშუალოდ 24.29-ჯერ აჩერებს წესების დარღვევის გამო. ჩვენ კი სულ 21 გვინდა.

 

ორივე გუნდს ცუდი პერიოდი აქვს. ბოლო 5 შეხვედრაში ჩელსიმ მხოლოდ 1 თამაში მოიგო, ვულვზმა - ვერცერთი.

 

ლონდონურ გუნდში ახალი მწვრთნელია და იმედია მოიგებს, თუმცა მაინც ვერ ვრისკავთ და გვირჩევნია ჯარიმები, რაც ურთიერთშეხვედრებში სულ ჯდება.

 

ჩელსი - ვულვზი

 

ჯარიმების რაოდენობა 20.5 - მეტი (1.40)


 

ბოლო პოზიცია მანჩესტერი-შეფილდიდან გვაქვს. გუშინ სიტიმ მოიგო თავისი შეხვედრა და პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. თუ დღეს იუნაიტედი მოიგებს, თანაქალაქელებს 2 ქულით გადაასწრებს, თუმცა სიტის ერთი თამაში ექნება მარაგში.

 

წელს მანჩესტერის თამაშებში ბევრი გოლები გადის და დღესაც ვფიქრობთ რომ 3 გოლი მაინც გავა.

 

შეფილდი საშინელ დღეშია, წელს აუცილებლად გავარდება უმაღლესი ლიგიდან. ამას ფეხბურთელებიც აანალიზებენ და წესით დღეს ღამე დიდი ფსიქოლოგიური დატირთვა არ ექნებათ. არავინ მოსთხოვთ ოლდ ტრაფორდზე გამარჯვებას. ამიტომ უნდა გავიდნენ კრის ვაილდერის ფეხბურთელები მოედანზე და ითამაშონ თავისუფლად, გოლზე.

 

მანჩესტერ იუნაიტედი - შეფილდი

 

გოლების რაოდენობა 2.5 - მეტი (1.55)


 

დღეისთვი სულ ეს იყო. იმედია გამართლდება ჩვენი პროგნოზი და გამწვანდება ბილეთი! გისურვებთ წარმატებებს! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ