დღეს კიდევ ერთმა ქართველმა, იაკობ ქაჯაიამ გაგვახარა. ბერძნულ-რომაულში, 130 კგ. წონაში ქართველი ფალავანი ფინალში გავიდა, სადაც კუბელ ლოპესს ოქროსთვის დაეჭიდება.
ქაჯაიამ მერვედფინალში ფინელი კოუსმანენი დაამარცხა, მეოთხედფინალში - რუსი სერგეი სემენოვი. აი, ნახევარფინალში გაუჭირდა, თუმცა ჩილეს სახელით გამოსული წარმოშობით კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესის ბარიერი მაინც დაძლია იაკობმა და ფინალში გავიდა.
ოქროსთვის უმძიმესი ბრძოლა გველის. კუბელი ლოპეს ნუნესი აშკარა ფავორიტია, მაგრამ უკვე ვნახეთ ამ ოლიმპიადაზე სენსაციები და ხომ შეიძლება ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს.
ბერძნულ-რომაული, 130კგ. ფინალის გამარჯვებული:
ლოპეს ნუნესი - 1.12
იაკობ ქაჯაია - 5.25
მერვედფინალი
მეოთხედფინალი
ნახევარფინალი
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ