იღბალი აუცილებელი რამეა. ყველა ადამიანს სჭირდება ნებისმიერ სფეროში. არ აქვს მნიშვნელობა ჩოგბურთელი ხარ თუ ფინანსისტი. კარიერაში მუხლჩაუხრელ შრომას იღბალი და გამართლებაც სჭირდება.
მოთამაშეებზე და აზარტის მოყვარულებზე ხომ აღარ მაქვს საერთოდ ლაპარაკი. არსებობს სტატისტიკა, სადაც 10 ყველაზე იღბლიანი ქვეყანაა შესული სხვადასხვა გარემოებების გამო.
შვეიცარია
ამ ქვეყანაზე ალბათ ყველას ბანკი გაგახსენდებათ, მაგრამ მეტ ინფორმაციასაც მოგაწვდით. შვეიცარიაში 1,500-ზე მეტი ტბაა და უფრო მეტი Coffe Shop-ია ვიდრე ბანკი. სკოლის მასწავლებლის წლიური ხელფასი, ლარში რომ გადავიყვანოთ 242,970 ლარია.
ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონამდე ადამიანია და 22%-ს მაინც მოუგია დიდი თანხა.
ავსტრალია
ავსტრალიაში კენგურუ უფრო ბევრია ვიდრე ადამიანი და ამ ხალხს მსოფლიოში ყველაზე მეტად უყვართ აზარტული თამაშები, რაც პროცენტულადაა დადგენილი.
ავსტრალიის მოსახლეობა 25 მილიონზე მეტია და მოთამაშეების 24.35%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუგია დიდი თანხა.
ნორვეგია
ნორვეგია არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი მდიდარი ცხოვრობს. ამ ქვეყანაში ერთი ასეთი ლეგენდაა, როდესაც შეიარაღებული და განრისხებული მამაკაცი შევარდა ადგილობრივ ბარში სტუმრების დასახოცად, ბარმენმა უფასოდ შესთავაზა ლუდი და იმ წუთასვე განიმუხტა სიტუაცია, ბოროტმოქმედმა დაწია ცეცხლსასროლი იარაღი და ყველამ განაგრძო ალკოჰოლის მიღება.
ლეგენდა გვასწავლის რომ ამ შემთხვევაში ყველა იღბლიანია. ბოროტმოქმედი, რომელსაც უფასო ლუდი ერგო, ბარის სტუმრები, რომლებიც გადაურჩნენ სიკვდილს და ბარმენი, რომლის ქონებაც დარბევას გადაურჩა.
დანია
როდესაც დანიაში იბადები თავიდანვე იცი რომ სწავლაში ფული არ დაგეხარჯება, რადგან ყველაფერს მთავრობა იხდის. განათლებით კი შეგიძლია ნებისმიერ რამეს მიაღწიო.
სტატისტიკურად 10 დანიელიდან სამს მაინც მოუგია 100,000 დოლარზე მეტი.
ახალი ზელანდია
ქვეყანა, რომელმაც პირველმა დაამარცხა კორონავირუსი. ნუ, მართალია ადამიანების თვითშეგნებაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, მაგრამ ყველაფერს მაინც იღბალი სჭირდება.
ახალ ზელანდიელებს ძალიან უყვართ აზარტული თამაშები, საერთოდ ყველაფერზე მუღამი სჭირდებათ. ალბათ ძნელია მსოფლიოსგან მოწყვეტით მარტო ცხოვრება.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ