Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

19 მაისი გარნეტის, პირლოს, ათათურქის და Players.ge-ს ღვაწლმოსილი რედაქტორის დაბადების დღეა

19 მაისი გარნეტის, პირლოს, ათათურქის და Players.ge-ს ღვაწლმოსილი რედაქტორის დაბადების დღეა

19 მაისი ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი დაბადების დღეა. რომ არ დაიწყოთ შენ ვინ მიგდიხარო ამიტომ, პირდაპირ ცნობილ ადამიანებზე გადავალ.

 

1976 წლის 19 მაისს, ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი და ჩემთვის NBA-ს ისტორიაში საუკეთესო 4 ნომერი, მძიმე ფორვარდი კევინ გარნეტი დაიბადა. 

 

2004 წლის MVP სეზონში, გარნეტის საშუალო მონაგარი: 24.2 ქულა, 13.9 მოხსნა, 5.0 პასი, 1.5 ჩაჭრა, 2.2 ბლოკი. 

 

 

2007 წელს, როდესაც კევინი მინესოტადან ბოსტონში გადავიდა რეი ალენთან ერთად და შექმნა დიდი სამეული, გარნეტი-პირსი-ალენი, მივხვდი რომ იმ სეზონის ყურებას აზრი აღარ ჰქონდა და მოიგეს კიდეც კელტებმა NBA ერთი ამოსუნთქვით.


თუმცა ფლეიოფის პირველ რაუნდში ცოტა გაუჭირდათ ბოსტონელებს ატლანტა ჰოუქსთან და ფაჩულიასთან. გვახსოვს ალბათ ზაზას გარნეტთან დატაკებაც და “ნასინგ იზი, ნაასინგ იზი, ვი არ გოუინგ თუ გეიმ სევენ ბეიბი, გეიმ სევენ, გეიმ სევეეეენ”. დაჰ. 

 

 

კევინ, გილოცავთ დაბადების დღეს!
 

 

იტალიელი მაესტრო, ანდრეა პირლო 1979 წლის 19 მაისს დაიბადა, რომლის კარიერაც 1995 წელს, ბრეშაში დაიწყო, თუმცა ანდრეა ყველას მილანში გვახსოვს და ალბათ მაინც როსონერის ლეგენდაა ვიდრე სხვა კლუბების. 

 

 

პირლომ მილანთან ერთად ორჯერ მოიგო სერია A და ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ანდრეა 2006 წლის მუნდიალის ჩემპიონია და ინდივიდუალურ პრიზებს უბრალოდ ვერ ჩამოვთვლით. 

 

 

ანდრეა პირლო იუვენტუსში 2011 წელს გადავიდა და ოთხ სეზონში, ოთხივეჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა იუვესთან ერთად. ლიგის მოგებასთანაც ძალიან ახლოს იყო მაესტრო, თუმცა კატალონიურმა გრანდმა მაინც იძალა და დაამარცხეს ტურინელები 3-1. 


 

მუსტაფა ქემალ ათათურქი 1881 წლის 19 მაისს დაიბადა. ათათურქი თურქეთის არმიის ოფიცერი და რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე იყო. Players.ge-ს რედაქტორის დაბადების დღე ისეთი ამოვარდნილი იყო კონტექსტიდან, გარნეტთან და პირლოსთან, რომ ათათურქით ცოტა მაინც გავანეიტრალე.

დღეს ასევე, ჩემი, მალკოლმ იქსის, პოლ პოტის, კამბოჯელი დიქტატორის, შავარშ კარაპეტიანის, მანუელ ალმუნიას, დიეგო ფორლანის და მარიო ჩელმერსის დაბადების დღეა.

სხვა სიახლეები

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ