ხორვატიაში დაბადებულმა ფრენ სელაკმა სიკვდილს 7-ჯერ აჯობა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია.
პირველი ინციდენტი 1962 წელს მოხდა. სელაკი მატარებლით მგზავრობდა, რა დროსაც, ვაგონი რელსებიდან გადავიდა და გაყინულ მდინარეში ჩავარდა. მაშველებმა მხოლოდ ხორვატის გადარჩენა შეძლეს, რომელსაც მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი. დანარჩენი 17 მგზავრი დაიღუპა.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ფრენ სელაკი ავიაკატასტროფაში მოყვა. თვითმფრინავი ჩამოვარდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა. სელაკი კი უვნებელი გადარჩა.
1966 წელს, ფრენი ავტობუსს მართავდა, რაღაც მომენტში საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა. სელაკმა გამოცურა ნაპირზე, მაგრამ, სამწუხაროდ 4 მგზავარი დაიღუპა.
ორი წლის შემდეგ, ალბათ ყველაზე რეალური მიზეზი ჰქონდა დაღუპულიყო. ხორვატი თავის შვილს ცეცხლსასროლი იარაღის ხმარებას და სროლას ასწავლიდა, როდესაც შემთხვევით ტყვია გაუვარდა და სათესლე ჯირკვლებში გაირტყა. ამჯერადაც გადარჩა, თუმცა ჯირკვლები სამუდამოდ დაკარგა.
1970 და 1973 წლებში ავტოკატასტროფაში მოყვა, მანქანას ცეცხლიც წაეკიდა, მაგრამ შეძლო გადმოძრომა და ამჯერადაც უვნებელი გადარჩა.
1995 წლამდე “ტაიმ აუტი” ჰქონდა აღებული, როდესაც ზაგრებში ავტობუსმა დაარტყა, თუმცა მაინც ცოცხალი გადარჩა.
ერთი წლის შემდეგ, ფრენ სელაკი ავტომანქანით გზატკეცილზე მიდიოდა. მომენტში საჭე კვლავ ვერ დაიმორჩილა და მანქანა მოაჯირს დიდი სიჩქარით დაეტაკა. ფრენს ღვედი არ ეკეთა, მარცხენა კარიდან გადმოვარდა ტრასაზე და უყურებდა, როგორ გადაიჩეხა საკუთარი ავტობომილი 100 მეტრიან ხრამში.
თუმცა ყველაფერი წინ არის, 2003 წელს, სელაკის დაბადების დღიდან 2 დღის შემდეგ, ფრენმა ხორვატიის ნაციონალურ ლატარიაში 1,100,000 დოლარი მოიგო. 73 წლის იუბილე ხორვატმა მილიონებით დააგვირგვინა.
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ