საბჭოთა კავშირის ნაკრები ოლიმპიადაზე პირველად 1952 წელს ფინეთში, ჰელსინკიში გამართულ რიგით XV თამაშებზე გამოჩნდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფინეთში ჩასულმა საბჭოთა დელეგაციამ უარი განაცხადა, კაპილას ოლიმპიურ სოფელში "კაპიტალისტი სპორტსმენების" გვერდით თანაცხოვრებაზე და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ერთად ჰელსინკის სტუდქალაქში დაბინავდა.
1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 14 ქართველი გამოდიოდა
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, რასაც კიდევ დავუმატეთ ორი ოქროს მედალი, გვასახელა ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელმა და ძალოსანმა რაფიელ ჩიმიშკიანმა. ჯუღელმა ოქროს ერთი ვერცხლის მედალიც დაუმატა.
ვერცხლის მედლები ასევე მოიპოვეს: ლევან სანაძემ სპრინტერულ ესტაფეტაში, ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ - კალათბურთში.
ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ და მორბენალმა ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ.
ჰელსინკის თამაშებში გამოდიოდა კიდევ ერთი ქართველი, საგარეჯოელი ფალავანი არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს უკვე მოსკოვში ცხოვრობდა და საბჭოთა ნაკრებში ამ ქალაქს წარმოადგენდა. მეკოკიშვილმაც ოქრო მოიგო.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები - 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.
თოთხმეტმა ქართველმა ჯამში 9 მედალი მოიპოვა, რაც ძალიან მაღალი შედეგია. მოდით, ერთად ვუსურვოთ წარმატება ჩვენს ათლეტებს ტოკიოს ოლიმპიადაზე!
Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!
ნანახია - ჯერ