Streamers
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ვინ იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები

ვინ იყვნენ პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები

საბჭოთა კავშირის ნაკრები ოლიმპიადაზე პირველად 1952 წელს ფინეთში, ჰელსინკიში გამართულ რიგით XV თამაშებზე გამოჩნდა.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფინეთში ჩასულმა საბჭოთა დელეგაციამ უარი განაცხადა, კაპილას ოლიმპიურ სოფელში "კაპიტალისტი სპორტსმენების" გვერდით თანაცხოვრებაზე და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებთან ერთად ჰელსინკის სტუდქალაქში დაბინავდა.

 

1952 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 14 ქართველი გამოდიოდა

 

პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა თავისუფალი სტილის მოჭიდავე დავით ციმაკურიძე, რასაც კიდევ დავუმატეთ ორი ოქროს მედალი, გვასახელა ტანმოვარჯიშე მედეა ჯუღელმა და ძალოსანმა რაფიელ ჩიმიშკიანმა. ჯუღელმა ოქროს ერთი ვერცხლის მედალიც დაუმატა. 

 

ვერცხლის მედლები ასევე მოიპოვეს: ლევან სანაძემ სპრინტერულ ესტაფეტაში, ოთარ ქორქიამ და ნოდარ ჯორჯიკიამ - კალათბურთში. 

 

ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ბადროს მტყორცნელმა ნინო დუმბაძემ და მორბენალმა ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ.

 

ჰელსინკის თამაშებში გამოდიოდა კიდევ ერთი ქართველი, საგარეჯოელი ფალავანი არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს უკვე მოსკოვში ცხოვრობდა და საბჭოთა ნაკრებში ამ ქალაქს წარმოადგენდა. მეკოკიშვილმაც ოქრო მოიგო. 

 

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები - 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი.

 

  • დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - I ადგილი
  • რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა) - I ადგილი
  • მედეა ჯუღელი (ტანვარჯიში) - I და II ადგილი
  • ოთარ ქორქია (კალათბურთი) - II ადგილი
  • ნოდარ ჯორჯიკია (კალათბურთი) - II ადგილი
  • ლევან სანაძე (მძლეოსნობა) - II ადგილი
  • ნადეჟდა ხნიკინა (მძლეოსნობა) - III ადგილი
  • ნინო დუმბაძე (მძლეოსნობა) - III ადგილი
  • ელენე გოკიელი (მძლეოსნობა) - IV ადგილი ნახევარფინალში
  • ავთანდილ ღოღობერიძე (ფეხბურთი) - მერვედფინალი
  • ავთანდილ ჭკუასელი (ფეხბურთი) - მერვედფინალი
  • ოთარ დადუნაშვილი (ველოსპორტი) - მეთექვსმეტედფინალი
  • აკაკი მეიფარიანი (ფარიკაობა) - II წრე
  • ვლადიმერ ლავრინენკო (ცურვა) - XXV ადგილი


თოთხმეტმა ქართველმა ჯამში 9 მედალი მოიპოვა, რაც ძალიან მაღალი შედეგია. მოდით, ერთად ვუსურვოთ წარმატება ჩვენს ათლეტებს ტოკიოს ოლიმპიადაზე! 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ