Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი და მილიონი მოიგო (ვიდეო)

ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი და მილიონი მოიგო (ვიდეო)

ძიუდოში, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ქართველი ლაშა ბექაური გახდა. მთელმა ქვეყანამ ალბათ უკვე ვიზეიმეთ პირველი ოქრო და ყველანი ბედნიერებიც ვართ.

 

ბექაურმა პირველ წრეში პოლონელი კუჩერა დაამარცხა, შემდეგ ეტაპზე ებრაელ კოხმანს მოუგო ორთაბრძოლა, მეოთხედფინალში უზბეკი ბობონოვი დატოვა უშანსოდ.

 

ნახევარფინალში ურთულესი ბრძოლა მოიგო ლაშამ. რუსი მოწინააღმდეგე, მიხაილ იგოლნიკოვი გაგვიძალიანდა, თუმცა გამარჯვება ვაზარით მაინც ჩვენ დაგვრჩა.

 

ნახევარფინალი

 

აი, ფინალში კი, ყველას გვჯეროდა რომ მხოლოდ ოქროსთვის უნდა ეჭიდავა ბექაურს და ეგრეც აღმოჩნდა. შეიძლება ბევრი ვინერვიულეთ, მაგრამ დაწყნარებულ გულზე რომ შეხედოთ, ძალიან მარტივად მოუგო ფინალური შეხვედრა ლაშამ ვაზარით გერმანელ ტრიპელს.

 

ოქროს მედალთან ერთად, ჩემპიონი ლაშა მთავრობისგან მილიონ ლარს მიიღებს. ჩვენს სპორტსმენებს ნამდვილად ეკუთვნით ხალხის ბიუჯეტიდან დაფინანსება. 

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ